ჩაკვეტაძემ ჩინებული გოლი გაიტანა და მწვრთნელი მოხიბლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY

შვებულებიდან დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავიც გამოიჩინა.

პირველი ლიგის "უიკომბთან" გასვლაზე ჩატარებულ შეხვედრაში "უოტფორდი" 2:3 დამარცხდა, თუმცა ჩაკვეტაძემ ანგარიში დრიბლინგის შედეგად ეფექტური გოლით გახსნა და საერთოდაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ჩაკვეტაძემ 70-ე წუთამდე ითამაშა და მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ განაცხადა, რომ მიუხედავად ევრო 2024-ის შემდეგ გუნდში გვიან გამოცხადებისა, ქართველი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, რაც ძალიან ახარებს; ფეხბურთელია, რომელიც მოსწონს, ვინაიდან ჭკვიანია, ბურთს შესანიშნავად ფლობს, პოზიციას არჩევს; მისი ამოცანაა, გიორგიმ უფრო მეტი საგოლე გადაცემა გააკეთოს და გოლები გაიტანოს;
ცენტრალური ფიგურაა, რამეთუ შეტევა ძირითადად მისი წინამძღოლობით მიმდინარეობს და საკმაოდ მონდომებულია.

"უოტფორდი" 3 აგვისტოს საკუთარ მოედანზე სპარინგს "ბრენტფორდთან" გამართავს, 10 აგვისტოს კი, ჩემპიონშიფის პირველ ტურში, სტუმრად "მილუოლს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კაია გიო მიდი უფრო მეტად მოინდომე უფრო მეტად ივარჯიშე რო ბოლომდე აინაზღაურო ის დაკარგული წლები რაც ტრამვამ წაგართვა,,შენ ხარ ქართველი ხალხის პირველი სიხარული, შენიდან დაიწყო იმ ნიჭიერი ბიჭების გამოჩენა დიდ სცენაზე რომლებიც დღეს წამყვან ადგილებზე არიან თავიანთ კლუბებში,,დრო იყო ჟენისის, ანჟის, ქაირათის და მსგავსი დონის გუნდებში თამაშობდნენ ნაკრების ფეხბურთელები, დღეს კი ყველა ვხედავთ რამდენი ქართველი აკაკუნებს ტოპ-5 კარზე,,მაგრად მეიმედება რომ 3-4 წელიწადში იმდენი ნიჭიერი ბიჭი გამოჩნდება რო ნაკრებში ადგილი აღარ იქნება ტოპ-5 გარეთ მოთამაშე გუნდის ფეხბურთელებისთვის, აბა თქვენ იცით წარმატებები ყველა ქართველს ყველგან და ყოველთვის
gel-100
09:48 31-07-2024
2
მთელი გაზაფხული ველოდი,რომ გიორგი გოლების გატანას დაიწყებს.მთელი ევროპის ჩემპიონატიც მაგის იმედი მქონდა,რომ თვითონაც გაიხედავს კარისაკენ და გოლს გაიტანს.იქ არა,მაგრამ ახლა გაიტანა!მის მოძრაობას შეხედეთ,ბურთი მიჰქონდა და აშკარად დასარტყმელად იყო დამიზნებული!ეს უფრო მეტად მახარებს,ვიდრე თვითონ გოლი.მგონი ის დრო გვიბრუნდება,თვითონ რომ იწყებდა კომბინაციას,ან დრიბლინგს და თვითონვე ამთავრებდა,გოლით.ღმერთმა ქნას,დამთავრდეს ჩვენი მოლოდინი და ძველებურად კისკასი გიორგი ჩაკვეტაძე ვიხილოთ მოედანზე.მგონი დგება,ის დრო!
სოსო
10:15 31-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული