მამარდაშვილმა "ლივერპულს" თანხმობა განუცხადა" - ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის "მერსისაიდელებში" შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

AutoSharing Option
"ლივერპული" მამარდაშვილის შეძენას სერიოზულად განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა, მიუხედავად იმისა, რომ იჯარის წესით, ერთი სეზონის სხვა კლუბში გატარება მოუწევს.

"ვალენსია" ქართველი კარის დარაჯის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს და თუ "წითლები" "ღამურების" პირობებს დათანხმდებიან, ტრანსფერი მალე დაიხურება.

მამარდაშვილის იჯარის წესით დამატებით, ყველაზე მეტად, "ბორნმუთია" დაინტერესებული, მაგრამ ყველაფერი "ლივერპულის" გადასაწყვეტია.

alt"ლივერპულმა" და "ვალენსიამ" შეხვედრა გამართეს, "მერსისაიდელები" ქართველის აგენტსაც შეხვდნენ"- ფაბრიციო რომანო "მამარდას" შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 7 /
მე ამ ტრანსფერს, დადებითად ვუყურებ.
რაც შეეხება ბეკერს, სარფიანად უნდათ, რომ გაყიდონ ალბათ და დამჯდარ მეკარეში, დიდ ფულს არავინ გადაუხდის
ერთი სეზონი კიდე დაამტკიცებს თავის სიძლიერეს და თვითონაც დიდ ხელფასზე წავა და ,,ლივერპულიც,, იხეირებს.
გიორგი დახვეწავს პრემიერ ლიგას და კიდე ყველაზე ცოტა 10 წელი ითამაშებს მაღალ დონეზე.
100%
17:57 13-08-2024
0
სწორია მამარდ, გადადი არა უშავს ერთი წელი ბორმუთს, პირიქით უკეთესია.
სოსო
14:23 13-08-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული