საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, - იტყობინება სფფ-ის პრესსამსახური.
"ჯვაროსნები" ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობას 7 სექტემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან დაპირისპირებით იწყებენ. ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო და თითოეულ მომხმარებელს ორი ბილეთის შეძენის უფლება ჰქონდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 25 453 მაყურებელს იტევს.
P.S. ვინც რიგს თვალს ადევნებდა შეამჩნევდა რომ დაახლოებით 12:30 საათზე რიგის წინსვლა გაჩერდა, ეს პაუზა (ერთი კაციც არ მოკლებია) 20-25 წუთი იყო და მერე ისევ გაგრძელდა, ოღონდ უფრო ნელი ტემპით. რეალური მიზეზი ვინმემ იცით?