ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონისთვის მზადებას 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს.

30 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა:

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პასუხისმგებლობა გაზრდილია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევაა. ამ ეტაპზე, ჩეხეთთან პირველი მატჩია უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში წარმატებული თამაშია.

გვსურს, რომ წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებში ითამაშონ. ანტალ იაკობაშვილთან პირველი კონტაქტი დიდი ხნის წინ გვქონდა. მოთამაშეს ესაუბრა მთავარი მწვრთნელიც და გვსურდა, რომ ის მარტის
პლეი-ოფში ჩვენთან ერთად ყოფილიყო, რაზეც, სამწუხაროდ, უარი თქვა. ბოლო საუბარი რამდენიმე დღის წინ შედგა. სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში და წარმატებას ვუსურვებთ.

რა თქმა უნდა, ყველას გვსურდა, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ყოფილიყო ეროვნული ნაკრების მატჩზე. როგორც იცით, სტადიონს არ აქვს უფლება, რომ ტრიბუნები სრულად ავითვისოთ. შემოგვთავაზეს მხოლოდ მეორე იარუსით სარგებლობა. ამიტომ, დინამო არენაზე" თამაში ამ ეტაპზე გამოირიცხა. როდესაც სტადიონი მზად იქნება, რომ ტევადობა სრულად ავითვისოთ, სიამოვნებით დავბრუნდებით "დინამო არენაზე".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
იქ დაიბადა და გაიზარდა საერთოდ სცნობს საქართველოს თავის სამშობლოდ?ვისაც არ უნდა რატომ ეხვეწებით,ვისაც უნდა აქეთ გატყობინებთ მზადყოფნას ასე რომ არაფერია გულდასაწყვეტი.
ჟორიკა
18:09 30-08-2024
5
სამართლიანად უნგრეთს ეკუთვნის,იმათ გაზარდეს.
ეროვნებით ქართველიც არაა,მამამისი საქართველოში ცხოვრობდა თუ ყირგიზეთში მაგისთვის რა მნიშვნელობა აქვს.
ასე რომ არაა სადარდო
Levani
21:44 30-08-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული