დაიმსახურა და საქართველოს ნაკრებშიც უხმეს - გამოძახებულთა სიას გოგლიჩიზე დაემატა

AutoSharing Option
"ემპოლის" 20 წლის მცველმა საბა გოგლიჩიძემ "ბოლონიასთან" სტუმრად, სერია A-ს მესამე ტურის მატჩი (1:1),  შესანიშნავად ჩაატარა და საქართველოს ნაკრებშიც გამოიძახეს. ამის შესახებ nakrebi.ge იტყობინება:

"საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელი დაიწყებს. ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური ემპოლის და 21-წლამდე ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე დაემატა.

20 წლის ფეხბურთელს იტალიის სერია A-ში წარმატებული დებიუტი 31 აგვისტოს, ბოლონიასთან შეხვედრაში ჰქონდა. შოთა ნონიკაშვილთან და ლუკა გადრათან ერთად, გოგლიჩიძე ნაკრების მესამე დებიუტანტი იქნება სექტემბრის შეკრებაზე.

საქართველოს
ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება. ჩეხეთთან და ალბანეთთან მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 2 სექტემბერს, საგურამოში დაიწყებს".

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

მკითხველის კომენტარები / 10 /
სწორი გადაწყვეტილებაა,ძირითადშიც უნდა დაიწყოს.
სახლის თამაშია და იდეალურია ახალი მცველის მისაჩვევად.
ვგულისხმობ რომ ჩვენი დაცვა პრესში არ მოექცევა რო აუცილებლად გამოცდილებაზე იყოს აქცენტი
Levani
01:15 02-09-2024
0
დღეს სანიოლის ინტერვიუს ვუყურე სადაც პირდაპირ განაცხადა,რომ ამ ეტაპზე არ არიან ეროვნულ ლიგაში ფეხბურთელები,ვინც შეესაბამებიან ნაკრების დონეს.კალანდაძის მაგალითი მოიყვანა,8თვის განმალობაში მოუკლოო.ზოგი რომ წერს 2-3 კაცი იმსახურებს ნაკრებს ჩვენი ჩემპიდანო,რომელი 2-3 კაცი ? დინამოს კი ყავს ნიჭიერი ბიჭები,მარა ჯერჯერობით არ არიან ნაკრებისთვის მზად.ან კოხრეიძე მიქაუტაძე-ზივზივაძეზე უკეთესია?გელაშვილმაც ვერ იპოვა კლუბი და ვერ განვითარდა ეგ ბიჭიც.სამწუხაროდ არც კალანდაძეა ნაკრების დონის. გოგლიჩიძე-საზონოვი-და ლაცაბიძეა ნაკრების მომავალი დაცვაში,თუ გელაშვილი იპოვის კლუბს და ათამაშდება მაშინ ისიც.სანამ არ ჩამოყალიბდება მობილური და სწრაფი დაცვითი ხაზი,მანამდე სულ 5 მცველიანი ტაქტიკით მოგვიწევს თამაში.
მეზღვაური
01:07 02-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული