გოგლიჩიძის კარგი დებიუტი სერია A-ში - "ემპოლი" "ბოლონიას" ფრედ ეთამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მესამე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ბოლონიას“ დაუზავდა - 1:1.

სტუმართა გუნდში საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან ანალიტიკურმა საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.4, whoscored 7.2, sofascore 7.1,

„ემპოლის“ ახალწვეული საბა საზონოვი სათადარიგო იყო.

„ემპოლი“ 5 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს სახლში „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“

ბოლონია - ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 ფაბიანი (2), 1:1 გიასი (3)

altოფიციალურად - საზონოვი "ემპოლიში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგი დასაწყისი,საქმის ნახევარიაო,ნათქვამია.აჩვენა,რომ კარგად თამაში შეუძლია და ამის შემდეგ,უფრო თამამად ენდობიან.იმედია, კი არა,ვიცი იმედს არც ჩვენ გაგვიცრუებს და არც გუნდის მწვრთნელებს.ორიოდე წელიწადში,შესაძლოა უფრო ადრეც,ის უკვე ნაკრების სრულუფლებიანი ფეხბურთელი გახდება.მთავარია ჯანმრთელად იყოს,შრომის მოყვარეობა და დიდი ფეხბურთის თამაშის სურვილი კი,საკმარისზე მეტიც აქვს.წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
18:00 01-09-2024
0
თამაშს ვუყურე და საბამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ცენტრშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ფლანგსაც კარგად აზღვევდა. პოზიცია არ დაუკრავს და ორთაბრძოლებში თამამად შედიოდა. ფიზიკურად ჯანზეა. სასიამოვნოდ გამაოცა. იმედია ასე განაგრძობს. წარმატებები.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული