საქართველოს ნაკრები მზადებას ერთი ფეხბურთელის გარეშე განაგრძობს - ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
3 სექტემბერს, შეკრების მეორე დღეს ვილი საინოლის გუნდმა საგურამოში 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილის აკლდა, რომელიც გუნდს 4 სექტემბერს შეუერთდება.

ერთა ლიგისთვის მზადების და ეროვნულ ნაკრებში არსებული განწყობის შესახებ კომენტარი ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.

ბუდუ ზივზივაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „როგორც ყოველთვის, ნაკრებში ყოველთვის შესანიშნავი განწყობაა. პირველად შევიკრიბეთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა.

ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელია. ვემზადებით ახალი ერთა ლიგისთვის, რომელიც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით დაიწყება.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო
თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ“.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ყველაზე მეტად ამ 24 ფეხბურთელის ერთმანეტისადმი პატივისცემა და სიყვარული მახარებს, არავითარი ეგოიზმი, არავითარი ზემოდან ყურება და ერთმანეთის გამხნევება. ხოლო ერთი მიზნისთვის და ერთი საქმისთვის გაერთიანებულ ქართველ ერს რა შეუძლია, ეს ბევრჯერ გვაქვს ნანახი. მაშ ერთმუშტად შეკრულ საქართველოს, ჩვენს ფეხბურთელებთან ერთად გაუმარჯოს ჩვენი ნაკრების გამარჯვებისთვის.
( ცოტა სადღერგძელოსავით კი გამომივიდა მარა არაუშავს, მთავარია მოვიგოთ და სადღერგელოსაც ვიტყვით და დავლევთ კიდეც. გეხუტუნეთ გულში.)
მალხაზ ჯობავა
00:03 04-09-2024
2
გვაქვს შანსი გასვლის? ობიექტურობი რომ ვიყოთ მგონი ჩეხეთი და უკრაინა არ არიან ის გუნდები ვისთანაც თუ მოვიმდომებთ მიზანს ვერ მივაღწევთ. თუმცა ალბანეთის ჩამოწერაც არ შეიძლება.
იკა
22:43 03-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული