დღეს საქართველოს ნაკრები ევროს შემდეგ ახალ ეტაპს იწყებს - ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისტორიული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად იასპარეზებს. ვილი სანიოლის გუნდი ისევ ჩეხებს შეხვდება, რომელთაც გერმანიაში ფრედ (1:1) ეთამაშა - "მიხეილ მესხზე" დღეს, 7 სექტემბერს, 20:00 საათზე.

"ჯვაროსნებმა" ევროპირველობის მერვედფინალში გასვლით თავი მაღლა ასწია და ახლა მუნდიალზე ფიქრი დაიწყო. "ერთა ლიგა" ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებული ტურნირია, უკვე ორი დივიზიონით დავწინაურდით. მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაცილებით რთულია, ხსნებული ტურნირი ამის პირდაპირ საშუალებას არ გვაძლევს.

Sportall.Ge

ბოლო 11 მატჩიდან საქართველო მხოლოდ სამში დამარცხდა და აქედან ორჯერ ესპანეთთან. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მისვლის შემდეგ ჩეხეთის
ნაკრები ჯერ "ერთა ლიგის" მთავარი დივიზიონიდან გავარდა, უკანასკნელი ევრო კი ქართველებთან მოპოვებული ერთადერთი ქულით (1:1) დაასრულა. მწვრთნელ ივან ჰასეკს მოუწევს, ისევ გააჩინოს ის ნაპერწკალი, რაც მუშაობის დასაწყისში ჰქონდა. ევრო 2024-ის შემდეგ ფიფას რეიტინგში ისინი 13 საფეხურით დაეცნენ. ბოლო 13 გასვლითი დაპირისპირებიდან ჩეხებმა მხოლოდ სამი მოიგეს და ამ მხრივ საკმაოდ უჭირთ.

როგორი იყო წინა მატჩი და რა ცვლილებებს ველით -

altისევ ჩეხეთის წინააღმდეგ - რა უნდა შეცვალოს სანიოლმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ...

ევროპირველობის შემდეგ, ამ ეტაპზე, სანიოლის გუნდთან ერთად არ არიან კვირკველია, შენგელია, კვეკვესკირი და ქვილითაია, ხოლო მექვაბიშვილი და სიგუა ტრავმირებულები არიან; გვყავს დებიუტანტები - გოგლიჩიძე, გადრანი და ნონიკაშვილი; დაბრუნდა აზაროვი... ცვლილებებია ჩეხეთის ნაკრებშიც. ლევერკუზენის "ბაიერის" კიპერი მატეი კოვარი აქ მთავარი მეკარე გახდება. კაპიტანი ტომას სოუჩეკი ("ვესტ ჰემი") ნაკრების რიგებში 73-ედ ითამაშებს. მათგან ყველაზე სახიფათო ისევ პატრიკ შიკი იქნება, რომელიც 40 სანაკრებო შეხვედრაში 20 გოლის ავტორია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ძალები კონტრშეტევებზე ჩეხებმა კარგად დაინახეს (ჩვენ - მათი ჩაწოდებების ხიფათი), ჰამბურგში გამარჯვებაც შეგვეძლო. დაველოდოთ, თბილისში როგორ სცენარს ვიხილავთ - გულშემატკივრები მონატრებულ და წარმატებულ ნაკრებს ელიან!..

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა - ვინ როგორ ფორმაშია...

altჩეხების ჩაწოდებები და "კვარა" მათი მთავარი საფიქრალი - ევროპის ჩემპიონობა, პანენკას პენალტი...

altისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

მკითხველის კომენტარები / 25 /
ასე მგონია ამ ორ თამაშში გამოჩნდება სად ვართ რეალურად, მართლა გავიზარდეთ თუ უბრალოდ ემოციის ფონზე მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი.
ეეე
11:26 06-09-2024
1
ძალიან ძნელი თამაში გველის.რაც იუო ევროპაზე,მშვენიერი და საამაყო იყო,მაგრამ უნდა და ვეშვათ მიწაზე და არ მოვთხოვოთ ჩვენს ფეხბურთელებს ის,რაც შეუძლებელია.რომც წავაგოთ არ იქნება ტრაგედია.მთავარია თამაშში მონდომება,ინტენსივობა,ცოტა ყურადღება დაცვაში და აქტიურობა თავდასხმაში.ჩვენ ზრდის და განვითარების გზაზე მყოფი გუნდი გვყავს და ყველაფერი წინაა.ამ გზაზე კი ზოგჯერ წაფორთხილებაც გარდაუვალია.წარმატება უსურვოთ ბიჭებს და მსოფლიოზე მოხვედრა.წინ თავაწეულები!!!თქვენ დაიმსახურეთ!!!
მირო
12:43 06-09-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული