გურამ კაშია: მსოფლიო ჩემპიონატამდე დიდი და ურთულესი გზაა - ოცნებას ვაგრძელებთ!..

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა:

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველა კმაყოფილია. ეს გვახსოვს, მაგრამ ახლა ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ. არ უნდა გვქონდეს განცდა, რომ მარტივად მოვიგებთ. პირიქით, ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენს გუნდში არაერთი ახალგაზრდაა.

ისეთი გარემოა შექმნილი, თითქოს საქართველოს ნაკრები ტოპ-გუნდია და ჩეხებს მარტივად უნდა მოვუგოთ. რატომ უნდა მოვიგოთ იოლად? ისევ ისე უნდა ვიშრომოთ.

დიდი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატამდე დიდი და ურთულესი გზაა. ოცნებას ვაგრძელებთ!..

ბოლოს "მიხეილ მესხზე" კვიპროსთან ვითამაშეთ და მოვიგეთ. სტადიონი გაივსება და
მუხტს კარგად ვიგრძნობთ. სამწუხაროა, რომ "დინამო არენაზე" ვერ ვთამაშობთ, მაგრამ ნახევრად ცარიელ სტადიონზე ასპარეზობა კარგი იქნებოდა?

დაცვის ხაზს ბევრი ორთაბრძოლის მოგება დაგვჭირდება, მეტოქე ჩვენზე ფიზიკურად ძლიერი და მაღალი გუნდია".

altვილი სანიოლი: წარმატების შემდეგ მადა გეხსნება - შეიძლება ახლა მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს

altქართველი გულშემატკივრები მონატრებულ და წარმატებულ ნაკრებს ელიან! - თავი მაღლა და ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ ხალხის რაოდენობა არაა მთავარი და მხოლოდ სავსე ტრიბუნების ხილვა გსიამოვნებს, მაშინ ავჭალაზე ან შევარდენზე ითამაშეთ.))))))))))))
რა შეგრძნებებზე საუბრობ, გურამ?)))))
21:50 06-09-2024
0
წინ ურთულესი თამაშია. მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე პირველიდან ბოლო წამამდე!!!
tngh
19:41 06-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული