ჩეხეთის ნაკრების კაპიტანი: სამი ქულის მოსაპოვებლად კარგი შანსები გვაქვს

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი ჩეხეთის ეროვნული გუნდის კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა გააკეთა:

„ჩვენი წინა მატჩი ძალიან საინტერესო იყო. ახლაც დადებითი მოლოდინი მაქვს... თბილისში არაჩვეულებრივი გარემო იქნება. ვიცი, ქართველები აქტიური გულშემატკივრები არიან, ბილეთები მალევე გაიყიდა. გარემო შესანიშნავი იქნება. ევროპის ჩემპიონატზე მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა. საქართველოს ნაკრების კონტრშეტევებზე თამაშს ვაფასებთ და პატივს ვცემთ. ნამდვილად კარგი განწყობით ჩამოვედით.

რაც შეეხება მატჩს, მოლოდინი ისეთია, წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ და ახალი სტრატეგიული მიზნებიც გვაქვს. ჩეხეთიდან გულშემატკივრებითა და პარტნიორებით სავსე
თვითმფრინავი ჩამოფრინდა. მამარდაშვილს ძალიან ვაფასებ, ის დიდი პროფესიონალია. მიმაჩნია, მაღალი შანსები გვაქვს, რათა სამი ქულა მოვიპოვოთ“.

altგურამ კაშია: მსოფლიო ჩემპიონატამდე დიდი და ურთულესი გზაა - ოცნებას ვაგრძელებთ!..

altვილი სანიოლი: წარმატების შემდეგ მადა გეხსნება - შეიძლება ახლა მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს

altქართველი გულშემატკივრები მონატრებულ და წარმატებულ ნაკრებს ელიან! - თავი მაღლა და ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე...

მკითხველის კომენტარები / 5 /
კაშია რამ დაგდიხა ასე.ძალიან ბიჭებს გული გაუკეთე თავის ბალეშიკებიანად შენ უკვე წაგრბული გადიხარ მოედანზე.ასე არ შეიძლება ვეტერამი ფეხბურთელისგან.
გია
20:50 06-09-2024
6
წადი ბიჭო თქვენი სტანდარტულებით და ჩაწოდებებით ნათამაშები ფეხბურთი არ გაიშვას არსად. კიდე ჩავტოვოთ ჯგუფში ეს ყეყეჩები
იბრუხ მართალი
19:12 06-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული