ივან ჰაშეკი: ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან 1:4 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა გააკეთა:

"დღევანდელი მატჩის შედეგი თავად იხილეთ, შედეგი ყველაფერზე მეტყველებს, პოზიტიურს ვერაფერს ვიტყვი. ძალიან გულდაწყვეტილი და უკმაყოფილო ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ ემოციურ-ფსიქოლოგიური განწყობა არასათანადო გვქონდა და შედეგზე გავლენა ამანაც მოახდინა.

დღევანდელი მატჩის დროს ქართველმა ფეხბურთელებმა დიდი სხვაობით გვაჯობეს. ჩვენი მატჩისწინა პროგნოზი და მოლოდინი არ გამართლდა. ისევ ხაზს გავუსამ, რომ ეს შედეგი ძალიან ცუდია და იმედს გამოვთქვამ, უკრაინის ნაკრებთან სხვანაირ შეხვედრას ვიხილავთ".

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი

დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრები დაფრინავს! - გიორგი მიქაუტაძის შესანიშნავი გოლი ჩეხეთთან [VIDEO]

altგოოლ! - ჩაკვეტაძემ ჩეხეთთან სხვაობა ორბურთიანი გახადა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altდღეს საქართველოს ნაკრები ევროს შემდეგ ახალ ეტაპს იწყებს - ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე!..

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ ვიცი თქვენ როგორ? მაგრამ მე პირადად ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, მთელი ბალტიისპირეთი ფინეთ, ნორვეგია, შვედეთის ჩათვლით, შოტლანდია, ორივე ირლანდია, რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი და კიდევ რამდენიმე მსგავს უფანტაზიო და უუნარო გუნდებს საერთოდ უნდა აუკრძალო ფეხბურთის თამაში :))
ნუ აკრძალვა ხუმრობით, მაგრამ ასეთი ფანტაზია შეზღუდული გუნდები ფეხბურთს კლავს და ანადგურებს.
რა ჯანდაბაა მარტო სირბილი, ვირული ენერგია, ჩაწოდებები და სტანდარტები.
აჯობებს ხოკეის მიაწვნენ , ზოგმა რაგბის, ზოგმა კიდევ ცხენებზე ჯირითს :))
ზაზა
23:32 07-09-2024
12
მიდი ვანოჯან ამ ცხელ გულზე დაანგრიე ის ჩვენი"მეგობარი"უკრები !
zura222
23:32 07-09-2024
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული