ვილი სანიოლი: მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს ჩვენთვისაც კარგია

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში ალბანეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრეს:

ვილი სანიოლი: "ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენისთვისაც. მოვიგეთ პირველი მატჩი ჩეხეთთან და ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან ასეთი კარგი მატჩის შემდეგ".

გიორგი მამარდაშვილი: "რთულ თამაშს ველოდებით. სანაკრებო დონეზე გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ალბანეთის ნაკრებს კარგი ევროპის
ჩემპიონატი ჰქონდა, თუმცა კარგ ფორმაში ვხვდებით თამაშს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ".

nakrebi.ge

alt"საქართველოს ნაკრებთან 100 კილომეტრით სირბილი და "კვარას" ორმაგი მეურვეობა" - ალბანელთა პრესკონფერენცია

alt"საქართველო ჩვენთვის ადვილი მეტოქე არასოდეს არ ყოფილა" - ალბანური მედია

altსაქართველომ ასევე უნდა განაგრძოს და შორს არც ელიტური დივიზიონია - სავარაუდო შემადგენლობა ალბანეთთან

altგანცდა ყველაფრის შეძლებასა და დაუძლეველი ბარიერის არარსებობაზე - საქართველომ მართლა მაგრად დაიწყო!..

მკითხველის კომენტარები / 15 /
გამომივიდა ესეც ტოპ მწვრთნელი
რომა
15:34 10-09-2024
13
დიდი ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალის მოლოდინი მაქვს.
სავარაუდოდ 2:0 მოგვართმევენ ალბანელები და დავიშლებით.
კვარას თამაში არ გამოუვა, მიქაუტაძე იბოდიალებს. მერე ბუდუ შემოვა და ვერაფერი. დავითაშვილს ჩართავენ და იფაფხურებს უაზროდ და უინტელექტოდ.
მოკლედ, ეს ფონი იქნება.
ვიცი, გადაირევით და დაიწყებთ ლანძღვას ამას რომ გიწერთ, მაგრამ თამაშის მერე ვხანავთ რომ ასე იქნება ზუსტად.
მერე სანიოლი იტყვის, რომ ჩეხეთთან მთელი ენერგია შევალიეთ და ვიქნებით ა.შ.
მოკლედ. ბალახის ძოვისათვის მოემზადეთ.
გენა
10:38 10-09-2024
40
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული