"საქართველოს ნაკრებთან 100 კილომეტრით სირბილი და "კვარას" ორმაგი მეურვეობა" - ალბანელთა პრესკონფერენცია

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ და თავდამსხმელმა იასირ ასანიმ ისაუბრეს:

სილვინიო: „ჩვენს ჯგუფი თანაბარი დონის ნაკრებებია. საქართველოს ძალიან ბალანსირებული გუნდი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, კარგად ორგანიზებულები არიან. მათმა მწვრთნელმა დიდი სამუშაო ჩაატარა. ყველა მწვრთნელი გუნდს გამარჯვებისთვის ამზადებს. ვფიქრობ, სავსე სტადიონზე კარგი თამაში იქნება. მოსაგებად საათში 100 კილომეტრით სირბილი მოგვიწევს. შემადგენლობაზე უნდა ვიფიქრო, ხვალ სადილის შემდეგ დავასახელებ. შედეგი? შეხვედრა ნებისმიერი ანგარიშით შეიძლება დასრულდეს“.

ასანი: „მოდით, უკრაინის დამარცხება დავივიწყოთ. მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ. მოწინააღმდეგემ
ჩეხეთს დამაჯერებლად სძლია, შესანიშნავი, პროგრესირებადი გუნდია, მაგრამ შიში არ გვაქვს. „კვარა“ მაღალი კლასის ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ და ფრთხილად ვეთამაშებით, ორ მეურვეს მივუჩენთ. ჩვენი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამის პსიმისტობას რააა
გიგა
01:36 10-09-2024
1
ხვალ ამათ ჩაკვე გახევს
სტუმარი
00:05 10-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული