ცოტა დრო მატჩამდე - ალბანეთი VS საქართველო - წიტაიშვილი განაცხადს მიღმაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მორიგი "ერთა ლიგა" შთამბეჭდავად (ჩეხეთთან 4:1) დაიწყო. კალენდარი მჭიდროა და მეორე ტურის მატჩში დღეს, 10 სექტემბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, ალბანეთის ნაკრებს ტირანის "ეარ ალბანიაზე" (22 500 მაყურებელი) ვესტუმრებით. მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის განკარგულებაში 24 ფეხბურთელია, თუკი წინა შეხვედრაში განაცხადს მიღმა ლუკა გადრანი იყო, ფრანგმა მწვრთნელმა ახლა 23-კაციან სიაში გიორგი წიტაიშვილი არ შეიყვანა.

ალბანელებს ქართველებთან მუდამ უჭირდათ და წარმატებას იშვიათად აღწევდნენ. ბოლო დროს ბევრი ამხანაგური დაპირისპირება იყო, უკანასკნელ ოფიციალურ შეხვედრაში კი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ზუსტად ამ
სტადიონზე (2:3) წავაგეთ, სადაც ახლა ვითამაშებთ.

ალბანელებმა პირველ ტურში უკრაინის (2:1) დამარცხება მოახერხეს, იმის მიუხედავად, რომ აგებდნენ. ჩვენი უახლოესი მეტოქე ბურთს მხოლოდ 45%-ით ფლობდა და კარში ხუთჯერ დაარტყა, ორი გოლის გატანა კი მაინც შეძლო. მომავალი დაპირისპირება იქნებ პირველი ადგილისთვის ბრძოლაც იყოს.

ერთ დროს "ბარსელონას" ფეხბურთელი სილვინიო ალბანელებს ევროპის უკვე მეორე ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლაში ვერ დაეხმარა. რაც შეეხება "ერთა ლიგის" ბოლო გათამაშებას, "შავ-წითლებმა" მხოლოდ დისკვალიფიცირებულ რუსებს აჯობა და B ლიგაში ადგილი ამით შეინარჩუნა, ისრაელსა და ისლანდიას კი ჩამორჩა; ალბანელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავეს და ჩეხებსაც აჯობეს. ბოლო ათ მატჩში 3 მოგება, ამდენივე ფრე და 4 მარცხი - ეს სილვინიოს შედეგია. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "შეგვპირდნენ", რომ ხვიჩა კვარაცხელია ორმაგი მეურვეობის ქვეშ იქნება. ევროპირველობაზე ამ ამბავს ჩვენი გუნდი მშვენივრად იყენებდა და მეტ სივრცეს ითვისებდა. ალბანელი ფეხბურთელები იტალიის ჩემპიონატში საკმაოდ გვხვდებიან - "ინტერი", "ლაციო", "ემპოლი", "ლეჩე". აქვე არიან სხვა საშუალო ევროპული კლუბების წევრებიც.

Sportall.Ge

ჩეხებთან საქართველოს ნაკრების ბურთის ფლობაც 45 პროცენტი იყო, თუმცა სანიოლის გუნდი მხოლოდ კონტრშეტევების იმედად არ ყოფილა და მოწინააღმდეგის პრესინგის გარღვევას თამამად ცდილობდა. ვნახოთ, ახლა, სტუმრად, როგორი დაპირისპირება იქნება.

პოსტზე 2021 წლის თებერვლის შემდეგ მოღვაწე სანიოლს "ჯვაროსნებთან" ერთად ახლა საუკეთესო პერიოდი აქვს. საქართველო "ერთა ლიგაზე" შთამბეჭდავ სვლას აგრძელებს და ამ ტურნირზე უკანასკნელი 7 დაპირისპირებიდან მეექვსე მოიგო. სულ აქ 19 შეხვედრიდან 12 გამარჯვება, 6 ფრე და 1 მარცხი გვაქვს. თუკი ასე განვაგრძობთ, შორს არც "ა" დივიზიონი და ელიტარულ ნაკრებებთან თამაში იქნება!..

"ჯვაროსნების" მხრიდან დისკვალიფიკაციის საშიშროება ქოჩორაშვილს, ნონიკაშვილსა და კვარაცხელიას აქვთ, რომლებიც ჩეხეთთან გააფრთხილეს.

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები (წინა მატჩებისგან უცვლელია):

ალბანეთი (4-2-3-1): სტრაკოშა, ჰიუსაი, ისმაილი (უკრაინასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. გაიტანა), კუმბულა, მიტაი - რამადანი, ასლანი - ასანი (უკრაინას გაუტანა), ბაირამი, ლაქი - მანაი (საგოლე პასი უკრაინასთან);

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

მსაჯი: ლამბეხტსი (ბელგია).

altგანცდა ყველაფრის შეძლებასა და დაუძლეველი ბარიერის არარსებობაზე - საქართველომ მართლა მაგრად დაიწყო!..

მკითხველის კომენტარები / 53 /
მთავარია კონცენტრაცია არ დავკარგოთ,მკაცრად ვითამაშოთ დაცვაში! შეტევა ძალიან ძლიერი გვყავს, სანიოლიმ იცის გუნდსა რა უთხრას! მწვრთნელი და გუნდი ერთად იზრდება და ძალიან კარგი ნაკრები ყალიბდება! საქართველოს გაუმარჯოს. ღმერთით დღეს ჩვენი ბიჭები გაგვახარებენ!
დავიდუსი
20:58 10-09-2024
1
ძალიანაც ნუ გაართულებთ, ამ თამაშს უეჭველი მოვიგებთ უკრაინის დამარცხებით ნუ გავხდით ალბანეთს დაუმარცხებელს,თუ დაუკვირდებით სულ სხვა დონეს თამაშობენ ბიჭები...ასე რომ დღეს სამი ქულა გვაქვს უეჭველი.
დელიკა
20:30 10-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული