წარმატებული სვლა გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა ალბანეთსაც სძლია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ალბანეთი 1:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა ისევ არ შეცვალა. თავიდან ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, გამწვავებაზე წასვლას ერიდებოდნენ, პირველი სახიფათო მომენტი „ჯვაროსნებმა“ შექმნეს, მაგრამ ფლანგიდან კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს კვარაცხელია ვერ მისწვდა. შემდეგ მიქაუტაძემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: შანსი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. მერე მისი დარტყმული ბურთი ისმაილიმ დაბლოკა, ხოლო კაკაბაძემ მიზანს ვერ უწია. 71-ე წუთზე კი ქოჩორაშვილმა შორიდან დალაშქრა სტრაკოშას კარი. სანიოლმა ჯერ კვარაცხელია
დავითაშვილით, ხოლო შემდეგ მიქაუტაძე ზივზივაძით შეცვალა. 88-ე წუთზე ზურიკო მცველებს გაექცა და მისი დარტყმული ბურთი სტრაკოშამ მოიგერია. ცოტა ხანში მეკარემ გატანა ჩაკვეტაძეს არ დაანება და უკეთესმა გუნდმა მშვიდი, აკადემიური სტილით ისე გაიმარჯვა, რომ მეტოქეს კარში არ დაარტყმევინა.

ჩვენი გუნდი 6 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.

ტირანა. „აირ ალბანია“
ალბანეთი - საქართველო 0:1
გოლი: ქოჩორაშვილი (71)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი (ალთუნაშვილი 90+3), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია (დავითაშვილი 75), მიქაუტაძე (ზივზივაძე 86)

altცოტა დრო მატჩამდე - ალბანეთი VS საქართველო - წიტაიშვილი განაცხადს მიღმაა

altსაქართველოს ფავორიტი მეტოქე - "ჯვაროსნების" სტატისტიკა ალბანეთთან

მკითხველის კომენტარები / 50 /
ხო გეუბნებოდი გაფრინდებიან მეთქი.
შე გალსტუკიანო
09:36 11-09-2024
0
კიდევ ერთხელ გილოცავთ! ჩემი, როგორც გულშემატკივრის მიზანი ასრულდა! საქართველოს ნაკრები იზრდება და თანდათან ყალიბდება ტოპ გუნდად, როგორც „ფეოლაში“ ჩვენი უკვდავი იპოლიტე ირონიულად ამბობს:
- მოვიგეთ ფეოლა!
- გაგიჭირდებოდათ?!
ჩვენი შემდგომი სამიზნე გრანდები არიან - ესპანეთი, გერმანია, ინგლისი, ბრაზილია, არგენტინა. ამის გაფიქრებაზეც ტანში ჟრუანტელი მივლის! ლაშა ტალახაძემ, ლაშა ბექაურმა და გენო პეტრიაშვილმა, ასევე ბევრმა ცნობილმა და წარმატებულმა სპორტსმენებმა, ჩვენმა ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონებმა, ახლა საქართველოს ეროვნული ნაკრებმა - ეს ის ხალხია, რომლებიც გვაძლევენ რწმენას, რომ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრების სხვა სფეროებშიც, სახელმწიფოს მშენებლობაში, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. ასევე წარმატებულები ვიყოთ. ოღონდ უნდა მოვინდომოთ, ბევრი ვიაზროვნოთ, მეტი ვიმუშაოთ და წარმატებებიც მოვა.
მიღწეულზე არ უნდა შევჩერდეთ და გავაგრძელოთ შრომა და ძიება ახალ სიმაღლეებზე ასასვლელად. კარგია, რომ ფეხბურთელებთან ერთად ჩვენი სამწვრთნელო შტაბიც იზრდება. სანიოლმა თამაშის კომენტირებისას აღნიშნა, მეორე ტაიმში გუნდს მოვუწოდე აგრესიულობისაკენ და მეტი მოძრაობისაკენო. ჩემის მხრივ დავამატებდი ფეხბურთელებმა უნდა იფიქრონ დროული პასის გაკეთებაზე. გავკადნიერდები და ვიტყვი, იმას რასაც ესპანეთის ნაკრები დღეს აკეთებს, იმას აკეთებდა თავის დროზე ახალკაცის დინამო - ფლანგური შეტევები, დროული გახსნა და ასევე დროული პასი. უბურთო, გააზრებული მოძრაობის და დროული პასის სინთეზი ნებისმიერ დაცვას ანგრევს, ხოლო ჩვენი მცველების, განსაკუთრებით ჩივაძის დასწრებაზე თამაში, ჩაჭრები მოწინააღმდეგე გუნდის თავდასხმას ანეიტრალებდა. კარგია, რომ გუნდის ფიზიკური კონდიციები დამაკმაყოფილებელია, ხოლო როცა ფეხბურთელები მოედანზე აზროვნებენ, როდის გაიხსნან და რა მიმართულებით, როდის გააკეთონ პასი, მასზე გარე, მეტოქის მოედანზე თამაშის ფაქტორი არ მოქმედებს, სანერვიულოდ დრო აღარ რჩებათ და ფსიქოლოგიურ სიმყარესაც ინარჩუნებენ. ახლა უნდა მოვახერხოთ ყველაფერი ეს ეროვნულ ჩემპიონატში გადავიტანოთ და მისი დონეც ავამაღლოთ.
ცნობილი მხედართმთავრის სუვოროვის არ იყოს - მეტი სწავლა და მეტი ოფლი ვარჯიშში, ნაკლები სისხლი ბრძოლაში.
დიდება საქართველოს! გევედრები უფალო, დაიცავი და დაიფარე საქართველო!
თენგაბი
08:23 11-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული