გაწბილებული პრემიერ-მინისტრი და ფეხბურთელების კომენტარები

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოსთან საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩს (0:1) ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა მეუღლესთან, ლინდასთან და შვილთან, ზაჰოსთან ერთად დაესწრო. მათ გვერდით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არმანდ დუკა იმყოფებოდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ეროვნული გუნდის დიდი გულშემატკივარია, უკრაინის დამარცხება (2:1) პირადად მიულოცა მოთამაშეებს, ამჯერად კი, ალბათ, კმაყოფილი ვერ დარჩა და მისლოციც არაფერი ჰქონდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ თანაბარ შეხვედრაში ყველაფერი გიორგი ქოჩორაშვილის სუპერგოლმა გადაწყვიტა.

კომენტარი ალბანელმა ფეხბურთელებმა - ელსეიდ ჰისაიმ და მარიო მიტაიმ გააკეთეს.

Sportall.Ge

ჰისაი: „ცუდად არ გვითამაშია. დავიღალეთ, რადგან მეტოქე დაცვაში ძალიან უკან
ჩადგა. საქართველო მზარდი გუნდია, ჯგუფში უძლიერესად ითვლება. უკეთ გარჯა გვმართებდა. „კვარას“ ორი მეურვე მივუჩინეთ, ვინაიდან მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უკრაინა ჩვენზე ზეწოლას ახრორციელებდა, მაგრამ შესატევად მეტი სივრცეები გვქონდა. დღეს მაქსიმლურად დავიხარჯეთ, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ“.

Sportall.Ge

მიტაი: „ვთვლი, რომ მთლიანობაში კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბევრი ვირბინეთ, 2-3 შანსი ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ორი შესაძლებლობა ჰქონდათ და გოლი გაგვიტანეს. დაღლილობა ჩვენს მარცხს ვერ გაამართლებს, რამეთუ მეტოქეც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდა - სამ დღეში ორჯერ ითამაშეს. ბურთი ფლანგებზე უფრო სწრაფად უნდა გვემოძრავებინა“.

altროგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ალბანეთთან მატჩში?

altწარმატებული სვლა გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა ალბანეთსაც სძლია! [VIDEO]

altქოჩორაშვილის შესანიშნავი გოლი! - საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დაწინაურდა [VIDEO]

altალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოკლედ ისე როგოც გრანდთან წაგების შემდეგ მაინც კმაყოფილი შეიძლება იყო თამაშით, მასე არიან ახლალაბანელები. ნელნელა ვუერთდებით ელიტას.
1ი1
02:51 11-09-2024
0
რომელი 2-3 შანსი ვერ გამოიყენეს? კარში არ დაურტყამთ ზუსტად!!! 2-ჯერ საჯარიმოში დასარტყმელად მიიღე ბურთი მარტო მაქსიმუმ.
ჩვენ მარტო 2? სამჯერ დავარტით კაში და ყველა 100%-იანი შანსი. ერთი მიქაუტაძე დაუბლოკეს ეგეც 100%-იანი გოლი იყო. კვარასაც შეეძლო პირველ ტაიმში მარტო იყო მეკარესთან და ჩაწოდებულზე უნდა მიესწრო მარტო. მინიმუმ 4 შანსი გვქონდა, რომელიც სათითაოდ უკეთესი შანსი იყო ვიდრე ყველა მათი შანსი.
ზაქარია
02:42 11-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული