ადგილობრივი მედია წერს, რომ თანაბარ შეხვედრაში ყველაფერი გიორგი ქოჩორაშვილის სუპერგოლმა გადაწყვიტა.
კომენტარი ალბანელმა ფეხბურთელებმა - ელსეიდ ჰისაიმ და მარიო მიტაიმ გააკეთეს.
ჰისაი: „ცუდად არ გვითამაშია. დავიღალეთ, რადგან მეტოქე დაცვაში ძალიან უკან
ჩადგა. საქართველო მზარდი გუნდია, ჯგუფში უძლიერესად ითვლება. უკეთ გარჯა გვმართებდა. „კვარას“ ორი მეურვე მივუჩინეთ, ვინაიდან მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. უკრაინა ჩვენზე ზეწოლას ახორციელებდა, მაგრამ შესატევად მეტი სივრცეები გვქონდა. დღეს მაქსიმალურად დავიხარჯეთ, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ“.
მიტაი: „ვთვლი, რომ მთლიანობაში კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბევრი ვირბინეთ, 2-3 შანსი ვერ გამოვიყენეთ, მათ კი ორი შესაძლებლობა ჰქონდათ და გოლი გაგვიტანეს. დაღლილობა ჩვენს მარცხს ვერ გაამართლებს, რამეთუ მეტოქეც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებოდა - სამ დღეში ორჯერ ითამაშეს. ბურთი ფლანგებზე უფრო სწრაფად უნდა გვემოძრავებინა“.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ალბანეთთან მატჩში?
წარმატებული სვლა გრძელდება - საქართველოს ნაკრებმა ალბანეთსაც სძლია! [VIDEO]
ქოჩორაშვილის შესანიშნავი გოლი! - საქართველოს ნაკრები ალბანეთთან დაწინაურდა [VIDEO]
ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა