ალბანელმა ფანებმა თავიანთი გუნდის მეკარეც არ დაინდეს - რა მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ?

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე "ჯვაროსნებთან" წაგებული მატჩისას ალბანეთის ნაკრების ფანებმა უარყოფითად გამოიჩინეს თავი. ჯერ საქართველოს ჰიმნისას უსტვინეს, შემდეგ გაშვებული გოლისას ქართველ გულშემატკივრებს სხვადასხვა საგანი ესროლეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი არც თავიანთი ფეხბურთელები დაინდეს.

ქომაგები მეკარე ტომას სტრაკოშას მისცვივდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი უნდა მოეგერიებინა. არადა, რომ არა ტომასი, უფრო დიდი ანგარიშითაც წააგებდნენ, რამეთუ მან ზურიკო დავითაშვილს და გიორგი ჩაკვეტაძეს არ დაანება გატანა. ტომასს თავისი უფროსი ძმა, დმიტრი გამოექომაგა (საბერძნეთის "ეთნიკოსის" თავდამსხმელი იყო).

შეხლა-შემოხლა შეიძლება ჩხუბში გადაზრდილიყო,
მაგრამ საქმეში ტომასის და დმიტრის მამა, წარსულში ცნობილი მეკარე ფოტაჟ სტრაკოშა (ამჟამად "ლაციოს" მეკარეთა მწვრთნელია) ჩაერია და სიტუაციის განმუხტვა შეძლო.

მკითხველის კომენტარები / 27 /
არადა, ჩვენ, ქართველებმა, გადავუღეთ ალბანელებს პირველი და უკანასკნელი ფილმი "სკანდერბეგი" - აკაკი ხორავა და ვერიკო ანჯაფარიძე თამაშობდნენ!!!
ფ. უ.
23:47 11-09-2024
0
რამდენადაც ვიცი,ალბანეთი ვითიზოლირებული დიქტატურული სახელმწიფო იყო,ევროპასთან თითქმის რომ არ ურთიერთობდა და რა თქმა უნდა ყოველმხრივ ჩამორჩა ევროპას.ღარიბ,გაუნათლებელ,დიქტატურაგამოვლილ ქვეყანაში კი დიდი აგრესია რომ იქნება დაგროვილი,გასაკვირი არ არის.
სოსო
22:48 11-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული