უკრაინელი მწვრთნელი: ყველაზე პროგრესირებადი საქართველოა - ისინი შეტევაში გაიქცევიან

AutoSharing Option
ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანიმ ua-football-თან ერთა ლიგაზე მათი ნაკრების მიერ განცდილი ორი მარცხის შემდეგ შანსები შეაფასა და საქართველოს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა:

"ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან ყველაზე პროგრესირებადი საქართველოა. გუნდს, რომელიც არასტანდარტულად თამაშობს და ჯგუფში ლიდერობს, ჩვენი ეროვნული გუნდი მესამე ტურში უნდა შეხვდეს - პოლონეთის ქალაქ პოზნანის პირობით საშინაო არენაზე. ერთი ტურის შემდეგ კი - თბილისში. სამწუხაროა, რომ კალენდრის მიხედვით ალბანეთთან გასვლითი დაპირისპირება ნოემბერში გვაქვს, თორემ ამ ქვეყანაში სტუმრობა და ზღვაში ბანაობა შეგვეძლებოდა (იცინის). თუ სერიოზულად, საქართველოსთან
ადვილი თამაშები არ გველოდება.

დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იქნება. შესაძლოა, ინდივიდუალურად ძლიერი ქართველები შეტევაში მხიარულად გაიქცევიან, ჩვენ კი ამას გამოვიყენებთ. ყველა "ძალისმიერი" ნაკრები ხომ, როგორებიც ალბანეთი და ჩეხეთია, დაცვაზე ფიქრობს, ხოლო საქართველო სტილით სხვაა - ეს ტექნიკური, იმპროვიზებული გუნდია. მისი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა და ახლა ორი გამარჯვება ერთა ლიგის ორ მატჩში, სადაც ის ჯგუფში პირველ ადგილზეა, იმას ადასტურებს, რომ საინტერესო ბრძოლა იქნება. საქართველოსთან მატჩებში წარმატებული შედეგის მიღწევის იმედი არსებობს, თუმცა უკრაინის ნაკრებს ძალიან გაუჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 29 /
ერთი რომ დავუთმოთ და მეორე ფრედ ვითამაშოთ მაინც გავალთ და თან უკრაინასაც დავეხმარებოდით გასვლაში. სლავა უკრაინი!!!
სოფო
14:53 13-09-2024
48
რა სამარცხვინო კომენტარებია. რა შუაშია ეს ყველაფერი, ან თამაშის მიცემა, ან ჰიმნზე სტვენა ხო საერთოდ?!!! ფეხბურთში რათქმაუნდა უნდა მოგებას ვეცადოთ და ომში ჩვენი საერთო მტრის დამარცხება უნდა ვუსურვოთ. ამდენ ავადმყოფს რა ეშველება არც ვიცი
valderrama
14:26 13-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული