უკრაინელი მწვრთნელი: ყველაზე პროგრესირებადი საქართველოა - ისინი შეტევაში გაიქცევიან

AutoSharing Option
ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანიმ ua-football-თან ერთა ლიგაზე მათი ნაკრების მიერ განცდილი ორი მარცხის შემდეგ შანსები შეაფასა და საქართველოს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა:

"ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან ყველაზე პროგრესირებადი საქართველოა. გუნდს, რომელიც არასტანდარტულად თამაშობს და ჯგუფში ლიდერობს, ჩვენი ეროვნული გუნდი მესამე ტურში უნდა შეხვდეს - პოლონეთის ქალაქ პოზნანის პირობით საშინაო არენაზე. ერთი ტურის შემდეგ კი - თბილისში. სამწუხაროა, რომ კალენდრის მიხედვით ალბანეთთან გასვლითი დაპირისპირება ნოემბერში გვაქვს, თორემ ამ ქვეყანაში სტუმრობა და ზღვაში ბანაობა შეგვეძლებოდა (იცინის). თუ სერიოზულად, საქართველოსთან
ადვილი თამაშები არ გველოდება.

დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იქნება. შესაძლოა, ინდივიდუალურად ძლიერი ქართველები შეტევაში მხიარულად გაიქცევიან, ჩვენ კი ამას გამოვიყენებთ. ყველა "ძალისმიერი" ნაკრები ხომ, როგორებიც ალბანეთი და ჩეხეთია, დაცვაზე ფიქრობს, ხოლო საქართველო სტილით სხვაა - ეს ტექნიკური, იმპროვიზებული გუნდია. მისი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა და ახლა ორი გამარჯვება ერთა ლიგის ორ მატჩში, სადაც ის ჯგუფში პირველ ადგილზეა, იმას ადასტურებს, რომ საინტერესო ბრძოლა იქნება. საქართველოსთან მატჩებში წარმატებული შედეგის მიღწევის იმედი არსებობს, თუმცა უკრაინის ნაკრებს ძალიან გაუჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 29 /
გასაქცევი თქვენ გაქვთ და მოსაგები თამაში, ნული ქულა რომ გაქვთ ცხრილში. ჩვენ კონტრ შეტევაზე დაგელოდებით და მანდ დაგიბაბანებთ ზუსტად. არ გამოვრიცხავ იქაც მოვიგოთ, ფრეც ნორმალური შედეგი იქნება.
იბრუხ მართალი
22:29 12-09-2024
2
ჩვენებმა უკრებს რომ მოუგონ მერე ნაცები და ლიბერალები ყველა ჩვენ ფეხბურთელს და მწვრთნელს პუტინის მონებად გამოაცხადებენ D D
zura222
22:42 12-09-2024
33
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული