ნაკრებში ერთი დებიუტანტია - სანიოლმა უკრაინასთან და ალბანეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მომდევნო ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოქტომბრის თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტია, "სარაევოს" ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი.

უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი
(პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)
მკითხველის კომენტარები / 30 /
სირცხვილია ს.კვირკველიას შესაძლებლობებს ასე აგდებულად მოიხსენებდეს გულშემატკივარი .თუ რაღაცის გამო არ მოგწონთ შეკითხვა დაუსვით სანიოლს რატომ იწვევს მას ნაკრებში და გაგცემს პასუხს.ჩვენმა ბიჭებმა უკლებლივ ყველამ დაიმსახურა გულშემატკივრების პატივისცემა და მათ შორის სოლომონ კვირკველიამ.
არავინ არავის არსად არ “ტენის”
სანიოლმა და ფედერაციამ დაამტკიცა რომ იციან რასაც აკეთებენ და ჩვენ ისღა დაგვრჩენია ალალად უთხრათ მათ ყველას ფეხბურთელებთან ერთად ჩვენი დიდი მადლობა!
გურამი
17:48 04-10-2024
1
სულ ტენის ამ კვერკველიას
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული