ორი ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, ჩვენმა გუნდმა პოზნანში მეორე ვარჯიში გამართა. ადგილობრივი ლეხის ბაზაზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი. სავარჯიშო პროცესს გიორგი ლორია 9 ოქტომბრიდან შეუერთდება.

ეროვნულ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა ნაკრების დებიუტანტმა, გიორგი გულიაშვილმა. ვარჯიშის შემდეგ ბოსნიური სარაევოს ფორვარდმა პირველი სანაკრებო ემოციები გაგვიზიარა და მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა.

გიორგი გულიაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩემს ქვეყანას წარმატების მიღწევაში დავეხმარო. თუ თამაშის შესაძლებლობა მომეცემა,
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის სტატისტიკა, რაც საკლუბო დონეზე მაქვს ნაკრებში გავაუმჯობესო.

მოახლოებული თამაშები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ძლიერ მეტოქეებს ვხვდებით, თუმცა ჯგუფის ლიდერები ვართ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება".

ნაკრების შეკრების და მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა ზურიკო დავითაშვილმა, რომელმაც სანაკრებო პაუზამდე საფრანგეთის საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში თავი ჰეთ-თრიქით გამოიჩინა.

ზურიკო დავითაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ორი მნიშვნელოვანი თამაში გვექნება. ხვალ უკვე სრული შემადგენლობით გავაგრძელებთ მზადებას. ნაკრებში, როგორც ყოველთვის, დადებითი განწყობაა და ყველას გვიხარია აქ ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავამთავრებთ.

კლუბში მაღალ დონეზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრებისთვის. განსაკუთრებით შეკრების წინ ეს ძალიან გეხმარება ფსიქოლოგიურად. გოლები მჭირდებოდა პირადად მე და გუნდსაც. გახარებული ვარ და ეს ყველაფერი ახლა სანაკრებო დონეზე უნდა გადმოვიტანო. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მინიმუმ შევინარჩუნოთ სექტემბერში ნაჩვენები თამაშის დონე და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, სადაც გარკვეული ხარვეზები გვქონდა".

ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი ორ შეხვედრას ჩაატარებს. უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა:
გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემი აზრით კვარას ადგილზე ძირითადში უნდა დაიწყოს ზურიკომ,მგონია რომ ამ ეტაპზე უფრო კარგი იქნება. კვარამ ცოტა უნდა დაისვენოს. ხვიჩა არის მოვლენა ქართულ ფეხბურთში. მას უნდა გავუფრხილდეთ და არ უნდა გადავღალოთ,მით უმეტეს მაშინ როცა მცირე დისკომფორტს გრძნობს.
Რერო
07:47 09-10-2024
4
4 მოთამაშე ტოპ ლიგებიდან
და არაერთი კიდე რომელიც იმსახურებს.
მომავალ წელს მეტი გვეყოლება

ეს ექვივალენტურია ნაკრების შედეგების.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული