"ქართველებს მხოლოდ 2 ვარსკვლავი ჰყავთ, ჩვენ 5-6 - სანიოლის ტაქტიკა უნდა გამოვიყენოთ" - უკრაინელი ექსპერტი

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტმა, ოლეგ ფედორჩუკმა საქართველოს ნაკრებთან უკრაინის ეროვნული გუნდის ერთა ლიგის მატჩის მოლოდინზე Sport.ua-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

- არ მომწონს, რომ დაპირისპირებამდე დიდი ხნით ადრე პრესაში უკრაინის ნაკრების საკადრო დანაკლისებზე დაიწყეს ყურადღების გამახვილება. სერგეი რებროვისთვის ალიბის ნაადრევად ძებნა საჭირო არ არის. აუცილებელია ფოკუსირება იმ შემსრულებლებზე, რომლებიც მის განკარგულებაში დარჩნენ.

- მაგრამ ფაქტები ჯიუტია: ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ნაკრებში ამდენი ფეხბურთელი როდის იყო ტრავმირებული.
- მოდით, ნუ გადავაჭარბებთ. ახლა დახმარება მხოლოდ ვიტალი მიკოლენკოს, ვიკტორ ციგანკოვს და ვლადიმირ ბრაჟკოს შეეძლოთ.
ანდრეი იარმოლენკოს და ტარას სტეპანენკოს მთელი პატივისცემის მიუხედავად, დანარჩენები როტაციის ფეხბურთელები არიან. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მწყობრში 5-6 "ვარსკვლავური" ფეხბურთელი დაგვრჩა, მაშინ როდესაც ქართველებს მხოლოდ ორი ჰყავთ: გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.

- თქვენ ქართველებთან დადებითი შედეგის გჯერათ?
- მე უპირატესობას უკრაინის ნაკრებს ვანიჭებ, ამისათვის საკუთარი "კოზირები" მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. აქ შეიძლება ქართველთა მესაჭის ვილი სანიოლის მაგალითი გამოვიყენოთ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია 5-3-2 ტაქტიკური სქემით ათამაშებს გუნდს. ეს განლაგება სანახაობრივი ფეხბურთის გარანტიას არ იძლევა, სამაგიეროდ ეფექტურია. საიმედო დაცვაზე და სწრაფ შეტევაზე გადასვლაზეა გათვლილი. სად წერია, რომ სანახაობა ფეხბურთის აუცილებელი ატრიბუტი უნდა იყოს? მახსოვს, ვიკტორ პეტრაკოვს ასევე ხშირად აკრიტიკებდნენ რაციონალური სტილის გამო, როცა ხუთი მცველით ათამაშებდა გუნდს. თუმცა, ამან მის მიერ გაწვრთნილ უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაში ხელი არ შეუშალა.

აი, რატომ იქნება 11 ოქტომბერს პოზნანში მწვრთნელთა იდეების ჭიდილი, ვინ ვის გააოცებს? იმედია, სერგეი რებროვმა იცის, რა უნდა გააკეთოს.

საქართველოს ნაკრები უკანასკნელ ხანს მართლაც უფრო სტაბილურად ასპარეზობს, მაგრამ უკრაინას დიდი პოტენციალი გააჩნია და უფრო დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. გამორჩეულია მეკარე ანატოლი ტრუბინი "ბენფიკადან", მცველი ილია ზაბარნი "ბორნმუთიდან", "შახტარის" ნახევარმცველი გეორგი სუდაკოვი ძალების ტოპ-ჩემპიონატში გამოსაცდელად უკვე მზადაა, სერია A-ში გოლების გატანით არტიომ დოვბიკმა გამოიჩინა თავი, თუმცა მას ნაკრებში დასამტკიცებელი აქვს.

კიდევ ერთ ასპექტზე მინდა ყურადღების გამახვილება. ბოლო წლებში, როდესაც უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, ჩვენმა ნაკრებმა არაერთხელ "გაისროლა". პოზნანში ჩვენებს თავს ზევით გადახტომის კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნებათ.

altკვარაცხელია დაისვენებს, გოგლიჩიძე დაიწყებს... "ფრანგული" შეტევა?! - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჰო და გადზხტომას რომ დააპირებთ, ზუსტად მაშინ გაგედებათ! ჯობია არ იხტუნაოთ! ადგილზე დადექით!
მწვრთნელი
19:45 09-10-2024
2
"ფურცელზე" მართლა რომ 2 ცალსახა "ვარსკვლავი" გვყავს - კვარა და მამარდა, თუმცა ესენი უბრალოდ მაღალი დონის გამოჩენილი ფეხბურთელები არ არიან მარტო, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. უკრაინელებში ეგეთი მარტო ზინჩენკო და ლუნინი თუ არიან, დანარჩენები უბრალოდ საშუალოზე მაღალი დონის მოთამაშეები არიან უბრალოდ, ჩემი აზრით. მიქაუტაძე, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი და კოჩორაშვილი საშუალოზე კარგი ფეხბურთელებიც არიან მიუხედაად იმისა რომ შესაბამის გუნდებსა/ლიგებში არ თამაშობენ. ისინი უკეთეს იმსახურებენ და უახლოეს მომავალში უკეთეს გუნდებში ითამაშებენ იმედი მაქვს.
თუმცა უკრაინას საერთო ჯამში უკეთესი გუნდია, რადგან დაბალანსებული შემასგენლობა ყავთ თავისი კარგი რეზერვით. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მიუზედავად ამხელა დანაკლისისა კარგი შემცვლელები ყავთ და მაინც სახიფათო მეტოქეა. ჩემი აზრით უკრაინას ცოტა არ უმართლებს ეს წელია, არც ევროპაზე და არც აქ. ვაიდა წაუვიდეთ ჩვენთან თამაში, მაქსიმალურად უნდა დავაფასოთ და ფავორიტის სტატუსი არ უნდა მოვირგოთ!!!
ზაქარია
20:37 09-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული