უკრაინელებს ჯერ შანსი არ დაუკარგავთ და წარმატებას ქართველებთანაც შეეცდებიან - ძალიან მკაცრი მსაჯი პოზნანში

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" B დივიზიონის მე-3 ტურში, უდანაკარგო საქართველოს ნაკრები უქულო უკრაინას ნეიტრალურ მოედანზე, პოზნანის 42 837 ათასი ტევადობის არენაზე შეხვდება - პარასკევს, 11 სექტემბერს, 22:45 საათზე.

თუკი ვილი სანიოლის გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება სექტემბერში შესაბამისად გააგრძელა, სერგეი რებროვის ფეხბურთელმა ზაფხულში მიღებული იმედგაცრუებიდან გამოსლა ვერ მოახერხეს.

Sportall.Ge

უკრაინელებმა ბოლოს ბევრი კი წააგეს, თუმცა მათ ევროპირველობის შესარჩევი ეტაპი საკმაო წარმატებით გაიარეს და "ერთა ლიგაზეც" დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს. რებრობის ბიჭებს შანსი არ დაუკარგავთ, იბრძოლებენ და წარმატებას ქართველებთანაც შეეცდებიან.

საქართველოს ეროვნული გუნდი "ერთა ლიგაზე"
შთამბეჭდავი შედეგებით გამოირჩევა(ზედიზედ 4 მოგება და 9 მატჩი დაუმარცხებლად. მხოლოდ ერთხელ წააგეს, თბილისში სომხეთის ნაკრებთან), აი, უკრაინასთან ურთიერთთამაშებში კი არასოდეს მოუგია. სანიოლის გუნდს ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ცუდი სტატისტიკა ჰქონდა.

Sportall.Ge

"ჯვაროსნების" მთავარი თილისმა და იმედი ხვიჩა კვარაცხელიაა(7 გოლი "ერთა ლიგაზე"), ერთ დროს მშვენიერ ფორვარდ რებროვს კი წინა ხაზზს უკვე მეორე სეზონია მშვენიერ ფორმაში მყოფი არტემ დოვბიკი ("რომა") ჰყავს, ვინც სექტემბერში ტრავმის გამო არ იყო. უკრაინელებს საკადრო პრობლემები ახლაც საკმოდ აქვთ, სანიოლმა კი ყველა გამოიძახა, ვინც სურდა. "კვარას" გარდა, საერთაშორისო მედია "ლივერპულის" მომავალ მეკარე გიორგი მამარდაშვილსა და ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირ გიორგი მიქაუტაძეზე ბევრს საუბრობს.

შეხვედრის არბიტრის სტატისტიკა

Sportall.Ge

შეხვედრის მთავარი მსაჯი ავსტრიელი იულიენ ვეინბერგერი იქნება. 39 წლის რეფერის ბოლო საერთაშორისო შეხვედრა (მეოთხე არბიტრი)
კვიპროსის ნაკრებში თემურ ქეცბაიას უკანაკსნელი მატჩი იყო, სადაც მათ კოსოვოსთან (0:4) წააგეს. ბოლო 5 შეხვედრაში ვეინბერგერმა 31 ყვითელი და ოთხი წითელი ბარათი გამოიყენა. წინა უქმეებზე იულიენმა ოთარ კიტეიშვილის "შტურმის" მიერ "ზალცბურგის" (5:0) განადგურება განსაჯა.

altკვარაცხელია დაისვენებს, გოგლიჩიძე დაიწყებს... "ფრანგული" შეტევა?! - საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა

altუკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა

altჰეთ-თრიკის ავტორი დავითაშვილი ნაკრების სასტარტოში იქნება? - რას შეიძლება განიხილავდეს სანიოლი - როგორ ფორმაში ვართ...

მკითხველის კომენტარები / 6 /
Სლავა უკრაინე!
Სლავა ზელენსკი!
გეროამ სლავა!
თავისუფლება დემენციისგან განკურნებულს!
დავით 67
14:11 10-10-2024
0
ამ დღეების სტატიებში რამდენჯერმე აღნიშნეს, დისკვალიფიკაციის საფრთხე რომ გვაქვს, მათ შორის გუშინ და ჩასაფრებას შეეშვით. მართლა საინტერესოა ამ მსაჯის სტატისტიკა,საჭიროა და მადლობა
bd-ს
14:02 10-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული