"არ გვჭირდებოდა, ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში უნდოდა და ნაწყენი იქნება" - უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ კუჩერმა საქართველოს ნაკრების წევრ გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ჩვენებური ჯერ კიდევ კიევის "დინამოს" საკუთრებაა და იჯარით სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "გრანადაში" ირჯება. წიტაიშვილი უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდა და თუ კუჩერს დავუჯერებთ, გამოძახებას ეროვნული ნაკრებიდან ელოდებოდა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია და საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.

"როგორც ყოველი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში თამაშობს, უკრაინასთან დაპირისპირებაში წიტაიშვილიც ძალიან მოტივირებული იქნება.

ფეხბურთელებს ასეთი თვისება აქვთ - რომელ ქვეყანაშიც თამაშობდა, იმ ქვეყნის წინააღმდეგ მატჩში შეეცდება, რომ თავისი შესაძლებლობების 100% აჩვენოს.

გიო
განსაკუთრებულად მოტივირებული იქნება და მას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, ის შეეცდება თავი ძალიან გამოიჩინოს.

განაწყენებულია თუ არა ის უკრაინაზე? - ამის შესახებ მას უნდა შეეკითხოთ, მაგრამ ჩემი აზრით, წყენა ჯერ კიდევ რჩება. ის უკრაინის ეროვნული ნაკრებიდან გამოძახებას ელოდებოდა, ეს ვერ მიიღო და ამიტომ საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.

ვფიქრობ, წიტაიშვილი არც გვჭირდებოდა, ჩვენ გვყავს ნაზარენკო და ჰუცულიაკი, რომლებსაც შეუძლიათ კარგად წარმოადგინონ ჩვენი ეროვნული ნაკრები", - ციტირებს კუჩერს უკრაინული NV.
მკითხველის კომენტარები / 11 /
Ყველა ქართველი საქართველოს სჭრიდება, საქართველოს დასაკარგი შვილი არ ჰყავს
Გგგ
16:07 11-10-2024
1
საინტერესოა, რისთვის დასჭირდათ წიტაიშვილის თემის წამოწევა, რომელიც ძირითადის მოთამაშედ არ მოიაზრება და შესაძლოა, სულაც ვერ ვიხილოთ დღეს მინდორზე?!... რა წყენებზეა საუბარი და ვის ჭირდება ასეთი თემების აგორება?!.. რატომ უნდა იყოს ნაწყენი ქართველი კაცი იმ ქვეყანაზე, სადაც გაიზარდა, დავაჟკაცდა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა?!... იქნებ, პირიქით, თავად უკრაინელები იყვნენ მასზე ნაწყენი?!... მაშ როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ქართული პასპორტის აღების შემდეგ ყველანაირად ცდილობდნენ მისი კარიერის დასამარებას, კიევის დინამოში ტაბუ დაადეს და იჯარით გაშვებაზეც გამუდმებით პრობლემებს უქმნიდნენ?!... თუ ფეხბურთელი არ გჭირდება და არც ნაკრებში უპირებ გამოძახების, როგორც თავადვე ამბობენ, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს რომელ ნაკრებში ითამაშებს - მოძმე საქართველოსი თუ შორეული ზანზიბარის, შენს მტერ რუსეთთან ხომ არ გაქცეულა?!... არავის ხელწერას გაგონებთ ეს ყველაფერი, სლავაუკრაინისტებო?!... მე მხოლოდ შემიძლია, ვივარაუდო, ვისგან ისწავლეს უკრაინელებმა შოვინიზმი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ მასწავლებელი ნამდვილად საუკეთესო ჰყავდათ, უფრო კომპეტენტურსა და გამობრძმედილს რომ ვერ ინატრებ, ზუსტად ისეთი...
დდდ
15:56 11-10-2024
5

სიახლეები პოპულარული