სერგეი რებროვი: კვარაცხელიას უკან დახევა უწევდა - რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან?

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების 1:0 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ისაუბრა:

"პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მძიმე გაზონი იყო. ბიჭებმა თქვეს, რომ ყველაზე ცუდი მოედანი იყო, რომელიც უნახავთ. გვესმის რატომ - წვიმები იყო. ჩემმა ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს და სამი ქულა მოიპოვეს.

სადღაც 2-3 კვირის წინ საკითხავი იყო, ეს შეხვედრა პოზნანში ჩატარდებოდა თუ არა. მაშინ მოედანი სულ სხვა მდგომარეობაში იყო, ვიდრე ამჟამად. სტადიონი კარგია, მაგრამ ახლა ასეთი ამინდია.

კალიუჟნი? არაფერია სალაპარაკო, ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბურთს ართმევდა,
გუნდზე ბევრს მუშაობდა. მარტო ის არა, ყველა, ვინც გამოვიძახე, რომლებიც მოედანზე გავიდნენ, ბოლომდე იბრძოლეს.

სურვილი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გვჭირდებოდა. დღეს ეს ვაჩვენეთ. მნიშვნელოვანია, რომ პირველებმა გავიტანეთ, შემდეგ კი უფრო კონტრშეტევებზე ვითამაშეთ.

მუდამ, როდესაც პრესინგის ქვეშ ვიმყოფებით, თავდამსხმელი უნდა ვეძებოთ. ვერ ვიტყვი, რომ დოვბიკი არავის არ აძლევდა ბურთს. უბრალოდ ხანდახან ჩვენი საყრდენები ვერ ასწრებდნენ. ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველა ბოლომდე დაიხარჯა. მატჩს გავაანალიზებთ.

რატომ ვიკამათე მეორე ტაიმში ქართველებთან? ერთმანეთს დავუყვირეთ. მართლაც ყველანი ძალიან ვნერვიულობდით შედეგის გამო. ცოტა ვიყვირეთ, ეს პრობლემა არაა.

კვრაცხელიას წინააღმდეგ სპეციალური მეურვეობა? საქართველოს ნაკრებს შეტევაში ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ვცდილობდით ჩვენი საჯარიმოსკენ სახით რაც შეიძლება ნაკლებად მიეღოთ ბურთი, ამიტომ ახლოს ვეთამაშებოდით. როგორც დაინახეთ, მეორე ტაიმში ხვიჩა სიღრმეში იხევდა. ეს ჩვენთვის უკეთესი გახლდათ, რადგან ის მაღალი ინდივიდუალური უნარების მქონეა".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ხედავთ? მოწინააღმდეგემაც კი გაგვაკრიტიკა კვარას დაცვაში სირბილისათვის. სულ ვწერ ამის შესახებ, რომ კვარა არც ნაპოლიში და არც ნაკრებში მოედნის ცენტრის ახლოს უნდა ტრიალებდეს და იქ დააკავოს მოწინააღმდეგის ორი მცველი, რომლებიც შეტევას ვეღარ დაეხმარებიან. კვარა დაცვაში გარბის, მისი მცველები კი გადმოგდებულ ბუთებზე არიან დამიზნებულები. რა ემართებათ ამ მწვრთნელებს, ასე ძნელია ამის გაგება?
ჟორა გაბრიჭიძე
21:48 16-10-2024
0
ორო,სამი კვირის წინ,რებროვმა სტადიონი რომ ნახა და კარგ მდგომარეობაში იყოვო,ამბობს,ალბათ იმას გულისხმობს,მიწა მშრალი იყოვო,თორემ მინდორზე ბალახის ღერები,ტელევიზორის ეკრანიდანაც კი ითვლებოდა და რა,ბოლო ორ სამ კვირაში დაგლიჯეს?!წაგებით კი,წავაგეთ,მაგით რა?უკრაინასთან ყოველთვის გვიჭირდა თამაში,ფიზიკურ ძალასა,გაბარიტებსა და გამძლეობაში მათი დიდი უპირატესობის გამო.დიდ დინამოსაც ამის გამო უჭირდა ხოლმე და ახლაც ასეა.რეიტინგშიც გვჯობნიან და თურმე მუდრიკსაც სცოდნია ფეხბურთის თამაში,აქ ბევრი რომ დასცინოდა.აღმოჩნდა,რომ ძირითადი ფეხბურთელების შემცვლელებსაც შესძლებიათ იმდენივე სამუშაოს შესრულება,რამდენსაც ძირთადის ფეხბურთლები ასრულებდნენ,მათმა შემსრულებელმა კი,თავისი მომენტი გამოიყენა.კალათებს,რეიტინგის გამო ტყუილად კი არ აკომპლექტებენ,მათი ფეხბურთის საერთო დონე,ჩვენზე მაღალია და რეიტინგშიც ამიტომ არიან ჩვენზე ამდენით წინ.აღმავლობის გზაზე ვართ,მაგრამ სულ აღმა ვერ ვივლით,ყველაფერი ნაბიჯ,ნაბიჯ უნდა გავიაროთ და ჩვენზე რეიტინგით მაღლა მდგომ გუნდებთან წარუმატებლობა,ტრაგედიად არ უნდა მივიღოთ.ამ პოსტს,ალბანეთთან მარცხის შემდეგ ვწერ და აქაც გამოჩნდა,რომ ჩვენთვის ერთი წამყვანი ფეხბურთელის დაკლება,აუნაზღაურებელი დანაკლისი გამოდგა.ამას,იმათ გასაგონადაც ვწერ,ვინც ასეთ კადრების ნაკლებობაში,კიდევ გამოცდილი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებას მოითხოვენ და ამას კეთილი სურვილებით ხსნიან.არ ვართ იმდენად მდიდრები,რომ თუნდაც ერთი ნაკრებისათვის გამოსადეგი ფეხბურთელი,უაზროდ ჩამოვაშოროთ ნაკრებს.
სოსო
16:07 16-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული