"რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ სამი ქულისთვის ჩამოვედით. სხვა გზა არ გვაქვს, რადგან მხოლოდ მოგება დაგვტოვებს პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. მჯერა, ხვალ ამ სტადიონიდან სამ ქულას წავიღებთ. ბოლო ორ შეხვედრაში მარცხი განვიცადეთ, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოსთან წაგებას არ ვიმსხურებდით. თუმცა, ეს წარსულია.
ყველამ ვიცით კვარაცხელია როგორი უნარების მქონე ფეხბურთელია, მაგრამ პირველ შეხვედრაში მისი შეჩერება შევძელით და მჯერა, ამჯერადაც მოვახერხებთ, რადგან გუნდურად ვითამაშებთ, განსაკუთრებით დაცვაში.
საქართველოს ნაკრების ხარისხი და მისი ძლიერი მხარეები ვიცით. მწვრთნელმა ყველა ასპექტი გაანალიზა და ჩვენი თავდადებით და მოტივაციით მიზანს მივაღწევთ. საქართველო კონტრშეტევებზე თამაშობს, მეორე დაპირისპირებისგან გაცილებით მეტი მოლოდინი გვაქვს და იმედია, საბოლოოდ ყველაფერი გამოგვივა.
რაც შეეხება ტირანაში გულშემატკივრების საქართველოს ჰიმნზე სტვენას, არ ვიცი, რა მოხდა, ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ. ჩვენი მოწინააღმდეგე ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა და ჩვენც ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით. გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია".