ისევ წავაგეთ - საქართველოს ნაკრები სახლში ალბანეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ალბანეთთან 0:1 დამარცხდა

ჩვენი გუნდის მწვრთნელს სანიოლს ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაციის გამო ცვლილებების განხორციელება მოუწია, შემტევი სასტარტო შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე შეუტიეს და კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ზივზივაძემ სტრაკოშას კარს ააცილა ბურთი. შემდეგ დავითაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც კუჩის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. "ჯვაროსნები" ისევ გადავიდნენ იერიშებზე, თუმცა ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ალბანელები ასლანიმ დააწინაურა. ცოტა ხანში კი ბაირამიმ ვერ გამოიყენა კარგი შანსი. მეტოქე უნარიანად იცავდა თავს, თავისუფალ
ზონებს არ ტოვებდა და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდა. საქართველოს ნაკრებმა ზეწოლა გაზარდა: მიქაუტაძეს სტრაკოშამ არ გაატანინა, ზივზივაძის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია, კვარაცხელიას საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა და ზედიზედ მეორე მარცხი განვიცადეთ.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს სახლში უკრაინასთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ალბანეთი 0:1
გოლი: ასლანი (48)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 81), დავითაშვილი (შენგელია 90+5), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 185 /
სანიოლმა წააგო თამაში ულაპარაკოდ! საყრდენის გარეშე თამაში არ გამოდის! შეცვლები გაუგებარი,ტაქტიკა ნოლი.კვარა არაა ფორმაში და ბუდუ საშინელება იყო-გამოცვალე რა,ხო ხედავ აგებ და კაცი ტყემალზე ზის. არ დააფასა სათანადოთ მეტოქე-არაა ეს ის ალბანეთი ექსპერიმენტები ატარო
BOSS
22:09 14-10-2024
5
ე ბიჯო, ძლივს არ ვიცანი საქართველოს ნაკრები? ასე რაა ბიჭებო, თორემ აიწია ქვეყანაში ბედნიერების ინდექსმა და ამდენ სიხარულს რა გაუძლებდა
აბა რაა
22:05 14-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული