ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:
„სექტემბრის თამაშების შემდეგ მოლოდინი გვქონდა, რომ ჯგუფის ფავორიტები ვიყავით, მაგრამ გამოჩნდა, რომ ძალიან თანაბარი ჯგუფია და ყველა გუნდს თანაბარი შანსი ექნება ჯგუფის მოგების. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, შევისწავლოთ, რას არ ვაკეთებთ სათანადო დონეზე და გამოვასწოროთ ნოემბრის მატჩებში. აუცილებელია კარგი შედეგის ჩვენება და იმედი მაქვს, რომ ჯგუფის წარმატებით დასრულებას შევძლებთ.
წინა მატჩთან შედარებით, მეტოქე უფრო მეტად კომპაქტურად იცავდა თავს, ნაკლებ სივრცეს გვიტოვებდნენ და ცდილობდნენ, რომ ფლანგებიდან
შეგვეტია, რამაც გაართულა ჩვენთვის სივრცეების პოვნა. გვქონდა გარკვეული მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. ორივე თამაშში მსგავსი გოლები გავუშვით, თითქოს იღბალიც არ იყო ჩვენს მხარეს. უნდა გავაგრძელოთ შრომა, განვითარება და შედეგი აუცილებლად იქნება“.
nakrebi.ge
ვილი სანიოლი: ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით
სილვინიო: თანაბარი ჯგუფია და შანსი ბოლომდე ყველას ექნება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ალბანეთთან მატჩში?
ისევ წავაგეთ - საქართველოს ნაკრები სახლში ალბანეთთან დამარცხდა [VIDEO]