რა არ იცვლება ნაკრებში?
დღევანდელი ფორმაციის საქართველოს ნაკრებმა არაერთი სტერეოტიპი, ნეგატიური სტატისტიკა თუ ფსიქოლოგიური ბარიერი დაანგრია, თუმცა ყველაფერს ერთიანად არ ეშველება. და საერთოდაც, ყველაფერს ეროვნულ გუნდში და ერთად ყოფნის ასე მოკლე დროშიც ვერ მოაგვარებ.
მაგალითად, რას ვგულისხმობთ?
კიდევ რაც არ იცვლება, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის შემოტრიალებაა. შეუძლებელია, ამას ფსიქოლოგიურ ამბებამდე არ მივყავდეთ, რისი მოხსნაც მიღწევადია, ოღონდ, ერთხელ უნდა გავაკეთოთ, დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია!..
რას ვერ ვცვლით? გვიჭირს ინიციატივის აღება, შეტევა და თამაშის წარმართვა მაშინ, როცა თეორიულად, ამის გაკეთება გვევალება და მეტოქეც საშუალებას გვაძლევს.
რა ვერ შევცვალეთ? - თავად თამაში მის პროცესში. როცა დასახული მიზანი არ გამოგდის და ამისთვის მათ შორის ახალი ფეხბურთელების შემოყვანაცაა საჭირო.
რაც მწვრთნელთან არ იცვლება...
არ ვიცით, რა იქნებოდა, სანიოლი კლუბის დამრიგებელი რომ იყოს, ნაკრებთან ერთად ყოფნისას კი მას არ აქვს სათანადო დრო, გუნდი სხვადასხვა ტაქტიკურ სქემებთან ადაპტირებული ჰყავდეს. მან ჩამოაყალიბა სტილი, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მაგრამ მას მუდმივად განახლება და სრულყოფა სჭირდება. სიახლის წარუმატებლად დაწყება ისაა, რაც სანიოლს თან სდევს.
არ იცვლება ის, რომ ვილის თამაშის წაკითხვა მხოლოდ მოგვიანებით შეუძლია და პროცესში მოწინააღმდეგის მწვრთნელებთან ძალიან იჩაგრება. ხაზგასმით ვთქვათ, სულ სხვაა როცა შენი ტაქტიკური სქემა გაამართლებს, თამაში საშენოდ მიგყავს და სულ სხვაა, როცა მისი შეცვლა უსწრაფესად გჭირდება.
არ იცვლება ის, რომ ფრანგი მწვრთნელი თუმცა კი შემდეგ ითვალისწინებს, საკუთარ შეცდომებს არ აღიარებს. ახლაც, პასუხისმგებლობა არ აიღო და ყველაფერი ისე გამოიყვანა, თვითონ სწორად რომ ჩაიფიქრა და ბიჭებმა ვერ შეასრულეს. ან როგორ უნდა შეესრულებინათ, ფუნქციები და ზონები გადანაწილებული არ იყო და სასტარტო შემადგენლობა იმას ჰგავდა, თამაშის გადასარჩენად ბოლო წუთებში ქაოტურად რომ მოქმედებ.
წარმატებამ თავბრუ არ უნდა დაგახვიოს და ეს არა მარტო მწვრთნელს, ყველას ეხება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ცვლილებები გვინდაო, კი, მართალია, მაგრამ აქამდე არსად გვითქვამს, "ერთა ლიგას" მის მოსამზადებლად გამოვიყენებთო. ანაც, თუ მაგას გეგმავ, თუ არა ახლა, როდის უნდა გამოსცადო ნახევარმცველები, რომლებზედაც ცოტა ხნის წინ გვითხარი, კონკურენტუნარიანი არიანო და როდისღა უნდა მიეცეს დრო "ემპოლის" მცველ საბა გოგლიჩიძეს, რომელიც არც ახალგაზრდულს დაუთმე...
რა არ იცვლება ჩვენში...
როგორც დავინახეთ, "მცველის გარეშე" თამაში და სულ შეტევაზე ფიქრი ჯერ მაინც არ უნდა მივითხოვოთ. გასაგებია, ცალკეული ფეხბურთელების პროგრესი ცოტას გვატყუებს, სიმართლე კი სხვაგანაა, სადღაც "იქ". "სიმართლე" მოძრავ ნახევარდაცვაშია; ისეთ ფლანგებშია, შეტევასა და დაცვას ერთნაირი წარმატებით რომ ახერხებენ; ერთმანეთის დაზღვევასა და თავისუფალი სივრცეების ათვისებაშია, მეტ ართმევაში და ორთაბრძოლის მოგებაშია...
ვიტყვით, დავუბრუნდეთ არჩეულ კურსსო, მაგრამ მოწინააღმდეგეებმაც რომ შეგვისწავლეს?! რომ ცდილობენ, შეცდომაზე თავი არ "დაგვაჭერინონ"?!
დამაინც, ნაკრებში ბევრი რამ შეიცვალა. ორპოლუსიანმა აზროვნებამ არ უნდა მოგვიცვას. უბრალოდ მხოლოდ ქებით არაფერი გამოვა და ეს ყველამ, ყველამ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ!..
ისევ წავაგეთ - საქართველოს ნაკრები სახლში ალბანეთთან დამარცხდა [VIDEO]
ვილი სანიოლი: ჩვენი შანსების 10-15 პროცენტი მაინც რომ გამოგვეყენებინა, თამაშს მოვიგებდით
როცა ფაქტობრივად არ გაქვს ეროვნული ჩემპიონატი. რაც არის მაგას რა ქვია არც ვიცი.
ვერ ახდენ შევსებას.
აგერ უკრაინა ნახევარი ნაკრები დაკარგა. და შევსება მოახდინა ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეებით.
რა რესურსიც არის იმის გამოყენებაც ვერ ხერხდება
გყავს სერია ა-ს მცველი და საერთოდ არ ათამაშებ
სადამდე გეყოლება კაშია. 38 წლის არის და მსოფლიოზეც რო გავიდეთ. 40 წლის მცველზე უნდა ააწყო ნაკრების დაცვა?
არ უნდა ათამაშო გოგლიჩიძე? რომელსაც იუვენტუსის წინააღმდეგ აყენებენ.
ფაქტია. აბსოლიუტრად გაუგებარი შემადგენლობა დააყენა ალბანეთთან
2 ფორვარდი. ვინ თამაშობს დღეს დამისახელეთ 2 ფორვარდით. ან ნაკრები და ან კლუბი.
2 ფორვარდი უნდა დააყენო ბოლო 20 წუთი. როცა აგებ და მიდიხარ ვაბანკზე.
დავითაშვილი სად დააყენა მატჩის ბოლომდე ვერ გაიგო. და არ იცოდა რა უნდა ეკეთებინა.
ფლანგზე აყენებს 2 მ-იან მძიმე ცენტრალურ მცველს
როცა ყავს სხარტი გოჩოლეიშვილი. და თამაშობს ძალიან კარგ კლუბში კოპენგაგენში.
და მის ნაცვლად მეორე ლიგის მოთამაშე ამპლუით ცენტრალური მცველი დგას, რომელსაც სხვათაშორის იმ მეორე ლიგის გუნდშიც არ მოიაზრებენ ძირითადში.
ნუ რავიცი.