უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროთი დააჯარიმა

AutoSharing Option
უეფას საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა ალბანეთის ნაკრებთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩისას ზოგიერთი დარღვევის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროთი დააჯარიმა.

უეფამ ფედერაცია 14 ათასი ევროთი მიხეილ მესხის სტადიონის გასასვლელების ბლოკირებისთვის, 12 ათასით გულშემატკივრების მიერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ლაზერის მინათებისთვის, 30 ათასით კი პიროტექნიკის გამოყენების გამო დააჯარიმა.

თუ მომავალ ორ წელიწადში დარღვევა განმეორდება, საშინაო მატჩზე სტადიონზე ერთ-ერთი ტრიბუნა (2 ათასი მაყურებელი) დაიხურება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
გააკოტრებენ ამდენი ჯარიმებით, ისედაც ფული არა აქვს ფედერაციას. ალბათ 10 ათასიანი ხელფასებიდან მოუწევთ შეგროვება. იმედია, კალაძეც შეეწევა ძმაკაცებს ერთი-ორი კაპიკით და როგორმე გადაიხდიან.))
ეხლა რა ეშველება საწყალ ფედერაციას?
11:51 02-11-2024
23
მარტო ჩვენ არ დავსჯილვართ - "უეფამ ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია ტირანაში საქართველოს ნაკრებთან მატჩისას ტრიბუნებიდან ნივთების სროლისთვის 4 750 ევროთი, სტადიონის კიბეებზე გულშემატკივართა ჯდომისა და გადაკეტვისათვის 18 ათასით, საქართველოს ჰიმნის სტვენისათვის კი 12 500 ევროთი დააჯარიმა".
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული