უკრაინელი ექსპერტი საქართველოსთან მატჩზე: ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს

AutoSharing Option
წარსულში უკრაინაში ცნობილმა მწვრთნელმა ოლეგ ფედორჩუკმა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო ექსპერტია, უპასუხა კითხვაზე, თუ როგორი მოლოდინი აქვს მათი ქვეყნის ნაკრების ერთა ლიგაზე საქართველოსა და ალბანეთთან მატჩებზე:

"ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს. ჩვენი გუნდის ლიდერები ფორმაში არ არიან. არ შეიძლება ითქვას, რომ დოვბიკი "რომაში" ბრწყინავს, მეორე სტაბილურ თავდამსხმელს კი ჩვენთან ვერ ვხედავ. ჩანს, რომ არცთუ კარგ კონდიციებშია ზინჩენკო "არსენალში". მუდრიკი "ჩელსიში" ცოტას თამაშობს. თუ საქართველოსთან ფრედ ვითამაშებთ, მაშინ ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად შანსები არ გვექნება. ვფიქრობ, ქართველებთან მაინც ფრედ ვითამაშებთ, ხოლო ალბანეთს მოვუგებთ,
მაგრამ ეს გამარჯვება ელიტურ დივიზიონში გადასასვლელად საკმარისი არ იქნება".

მკითხველის კომენტარები / 9 /
მეორდება წინა თამაშის მატჩისწინა სცენარი. ჩვენი ეშინიათ. გჯერათ? მე არა.სინამდვილე კი ძალიან ცუდია. ორივე თამაში თუ წავაგეთ ალBათ ბოლოზე გავალთ. უკრაინული ფეხბურთი ყოველთვის კონტრშეტევას თამაშობდა. ეხლაც დაჯდებიან დაცვაში და ირბენენ წინ.
პ.ს. ერთ მწარე სიმართლეს გეტყვით. პიველ ადგილზე გასვლას, სჯობს ადგილი შევინარჩუნოთ ამ დონეზე. აქ უფრო გავძლიერდებით, ვიდრე ა ჯგუფში. მეორეზე გასულ გუნდსაც აქვს მშვენიერი შანსი მსოფლიოზე გასვლის. მოკლედ 2 ფრე და ჯანმრთელობა.
მწარე
15:45 06-11-2024
5
ექსპერტ აფერისტ. მოსაგებად ჩამოდის გუნდი, პოლნი სასტავი ყავს, ვერ გავუძლებთ. ფრე რომ გააგორო, იმენნა უნდა გაიხიო, მოკვდე. ცხენებივით დარბიან. დავითაშვილი და წიტაისვილი დაეწევა? ერთი სწრაფი ფლანგი გვაქ და საბას არ ათამასებს. გოჩოლას იმსიგრძე ფეხებიაქ და არ ათამაშებს. ის გოგლიჩიძეც უმაღლეს დონეზე თამაშობსდა, რა ვიცი.
ლევან მაღლაკელიძე.
10:54 06-11-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული