უკრაინელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი საქართველოსთან ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ТаТоТаке-ს ცნობით, 26 წლის გარემარბი ვიკტორ ციგანკოვი უკრაინის ნაკრებს ერთა ლიგაზე საქართველოსთან და ალბანეთთან მატჩებში ვერ დაეხმარება.

"ჟირონას" ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა ვერ მოირჩინა და საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს მინიმუმ ერთი კვირის შემდეგ დაიწყებს.

ციგანკოვმა ამ სეზონში "ჟირონაში" 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული