აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ვითარება - ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

მოახლოებული მატჩების და საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობის შესახებ კომენატარი ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი გველესიანმა გააკეთეს.

ბუდუ ზივიზვაძე (ეროვნული ნაკრების წევრი): "წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, რომ პოზიტიურად დავასრულოთ სანაკრებო წელი. ოქტომბრის შეკრება არ იყო ისეთი, როგორც გვსურდა. თუმცა, ვეცდებით, რომ ახლა გამოვასწოროთ ჯგუფში ვითარება და დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით. მზად ვართ, რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და
მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ".

გიორგი გველესიანი (ეროვნული ნაკრების წევრი): "შეკრება, როგორც ყოველთვის, ძალიან დადებითი ენერგიით მიმდინარეობს. სრულფასოვნად ვემზადებით და ოქრომბერში განცდილი დასანანი მატჩების შედმეგ, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ვითარება.

არასდროს მითამაშია ბათუმის ახალ სტადიონზე. რა თქმა უნდა, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნეული ვარ შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება. ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, სამ ქულას მოვიპოვებთ".

წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება. ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), სოლომონ კვერკველია (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)

მკითხველის კომენტარები / 7 /
წვიმა იქნებაო და აბა თქვენ იცით, შესაფერისი ტაქტიკა შეარჩიეთ!
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
15:00 14-11-2024
0
სანიოლის იმედი არც არასდროს მქონია. თუ რამეს მივაღწიეთ ისევ და ისევ თქვენი მონდომებითა და თავდადებით, ბიჭებო. ამიტომაც იქნებ თქვენ მაინც დაამუშავოთ ერთი-ორი ისეთი კომბინაცია რომ მოწინააღმდეგე გუნდის დაცვა გაოგნებული და ხახამშრალი დატოვოთ. ამდენი წელია მაგ სამწვრთნელო შტაბმა ერთი ნორმალური სტანდარტული ან ელემენტარული @სტენკის@ გათამაშება ვერ მოიფიქრა. სიახლეებია საჭირო, ისევ თქვენ თუ მოიფიქრებთ. მაგის გარეშე გაგიჭირდებათ, ხომ ხედავთ ხვიჩას ყოველთვის 2-3 კაცი იჭერს. სულ გამარჯვებებით გევლოთ!!!!
მივმართავ პირდაპირ ბიჭებს!
11:17 14-11-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული