"ალბანელებს უნდა მივბაძოთ... ჩემი აზრით, მატჩი ამ ანგარიშით დასრულდება" - მარკევიჩმა საქართველო უკრაინის შეხვედრაზე პროგნოზი დააფიქსირა

AutoSharing Option
73 წლის ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა ერთა ლიგის მომდევნო მატჩისთვის, სადაც საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, თავისი პროგნოზი დააფიქსირა.

"ჩვენი შემდეგი მეტოქე ბოლო დროს ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ჩვენ უნდა მივბაძოთ ალბანელებს, რომლებმაც წინა ტურში მეტოქე სტუმრად დაამარცხეს.

რატომ არ უნდა გვინდოდეს კარგი შედეგის გათვალისწინება, თანაც უკრაინელები ქართველებსაც და ალბანელებსაც შემსრულებლების მხრივ სჯობნიან.

სერგეი რებროვი არჩევანზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ვნახოთ, რა ტაქტიკურ სქემას აირჩევს ის და როგორ გაუმკლავდება ეფიმ კონოპლია მასპინძელთა ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას.

ჩემი პროგნოზია, რომ უკრაინის
ნაკრები 1:0-ს გაიმარჯვებს", - ციტირებს მარკევიჩს Sport.ua.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრების მატჩი ბათუმში 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მჯერა მოვიგებთ
საქართველო.- უკრაინა 2-0

პ.ს. ალბანეთან უფრო ჩვენ წავაგეთ ბატონო მირონ, თქვენთან აუვცილებლად მოვიგებთ. თქვენზე ძლიერებიც დაგვიმარცხებია და თქვენაირებსაც დაგამარცხებთ.
G.LA
20:54 14-11-2024
0
ალბანეთი ფრე ჩვენ უკრაინას ვუგებთ მერე ჩეხეთს ვუგებთ უკრაინა ალბანეთს უგებს
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული