სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ავტორს რთულად წარმოუდგენია მათი ეროვნული გუნდის მიერ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, თუმცა მთავარ პრობლემას სულ სხვა საკითხში ხედავს:
„შექმნილ ვითარებაში კიდევ არის სხვა ნიუანსი. საუბარია ქვეყნის მთავარ გუნდში მორალურ მიკროკლიმატზე. რამდენადაც არ უნდა გვქონდეს სურვილი, ამას ჯანსაღს ან თუნდაც ნორმალურს ვერ ვუწოდებთ. ერთა ლიგის სტარტზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ, პრესაში დაიწყო მწვრთნელის ზოგიერთ შეგირდთან ურთიერთობის არასასიამოვნო დეტალების გაჭონვა. არსებული
და კიდევ - რებროვს დაძაბული ურთიერთობა აქვს ზინჩენკოსთან, მალინოვსკისთან და სტეპანენკოსთან. თითქოს „არსენალის“ ფეხბურთელმა ნაკრებში თავისი როლით და მწვრთნელის მუშაობის მეთოდების გამო უკმაყოფილება გამოთქვა. თუმცა, რებროვს ზინჩენკოს იგნორირება არ შეუძლია. სანამ „მეთოფე“ "ბიულეტენზე“ იმყოფებოდა, არ იწვევდა, მაგრამ როგორც კი კლუბში სათამაშო პრაქტიკის მიღება დაიწყო, ეროვნულ გუნდში უხმო. რომ არ გამოეძახა, სიტუაცია როგორც მინიმუმ უცნაური, მაქსიმუმ კი სკანდალური იქნებოდა.
რებროვი იარმოლენკოს იგნორირებას აგრძელებდა. „დინამოს“ კაპიტანმა ტრავმა მოირჩინა და მისი გამოცდილება და ლიდერის თვისებები ახლა, ერთა ლიგის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში ნაკრებს უთუოდ გამოადგებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, რებროვმა „იარმოლზე“ წყენა გულში ჩაიდო. ღრმად ჩაიდო. იმის შემდეგაც არ გამოიძახა, რაც ცნობილი გახდა, რომ გაჭიანურებული აღდგენის გამო გუნდს ციგანკოვი ვერ დაეხმარებოდა.
ნაკრებს ვერც ბუიალსკი დაეხმარება, რომელიც თავიდან სარეზერვო განაცხადში იყო და მერე გადაიყვანეს ძირითადში, მაგრამ მანაც ოპერატიულად მიიღო ტრავმა, რაც ეჭვებს იწვევს. ნაკრებში არ ჩამოვიდა „რეალის“ მეკარე ლუნინი. ის არ დაშავებულა, „ბლანკოსში“ ვარჯიშობს და არგამოცხადების სხვა მიზეზი აქვს - „ოჯახური მდგომარეობა“.
ზემოთქმულს იმ აზრამდე მივყავართ, რომ ამჟამად ჩვენს მოთამაშეებს ქვეყნის მთავარ გუნდში ჩამოსვლა არ სურთ და ნაკრები მათთვის უფრო მოვალეობის მოსახდელი ადგილია და არა პრივილეგია. და ნაწილობრივ ეს ასეთი არასასიამოვნო ვითარება მწვრთნელის გამო ჩამოყალიბდა, რომელიც ერთის მხრივ მუდმივად აქცენტს იმაზე ამახვილებს, აქაოდა ერთა ლიგა მეორეხარისხოვანი ტურნირიაო და ამავ დროს შეგირდებს რისხვას არ აკლებს.
ამდენად, ასეთ გარემოებაში ძალიან რთულია გმირობის იმედი გქონდეს. თუმცა, ჩვენ, გულშემატკივრები, სასწაულის იმედად ვიქნებით. სხვა რა გზა გვაქვს“.
რატომ წავაგეთ უკრაინასთან? - ამ სტილის გუნდებსაც მოვუძებნით გასაღებს, გვჯერა!..