სანიოლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან უფრო აგრესიულად უნდა ითამაშონ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში, უკრინასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.

მისი თქმით, შეტევაში უფრო ხშირად თამაშის სურვილი აქვთ, მაგრამ მეტოქე ძლიერი გუნდია, ამის შესაძლებლობა მუდმივად არ ექნებათ, ოქტომბერთან შედარებით მეტად აგრესიულად მოქმედება მართებთ, მცველებიდან გოგლიჩიძე ტრავმირებულია, დვალი დისკვალიფიცირებული, ამიტომ ცვლილებები იქნება და ამის შესახებ ხვალ გამოაცხადებს.

ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მომავალში თაობათა ცვლას უნდა ველოდოთ, ამ პროცესს ამხანაგური მატჩების სიმცირე აფერხებს, ორი დარჩენილი შეხვედრის მოგებით პირველ ადგილზე გავლენ, თუმცა მთავარი კარგი თამაშია.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვალ აუცილებლად ვიგებთ! ერთი თხოვნა მაქვს ქომაგებთან, ხვალინდელ თამასზე არ ჩავრთოთ "პოლიტიკა შეძახილებით" მაინც არ დაგვიფასდება "მეგობრებისგან". ცნობისათვის: 23 და 24-ში უკრაინაში ჩატარდება ლგებეტე ფესტივალი და აქედან დასკვნა თქვენვის მომინდვია.
ასეა.
21:26 15-11-2024
31
მე მჯერავს, რომ ვილი მოიგებს ამ ორთავე თამაშს!
მწვრთნელი
17:37 15-11-2024
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული