„შეხვედრამდე ვთქვი, რომ წავაგებდით. რატომ ვთქვი ეს? პირველ რიგში ვიცი, რა ძნელია საქართველოში თამაში, იქ ეროვნულ გუნდს არანორმალური მხარდაჭერა აქვს. მეორე - ამჟამად მათ ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ძალიან კარგი თამაში იყო, მე მომეწონა. რებროვი - ყოჩაღ, დაპირისპირებისთვის სწორი გეგმა შეარჩია, აქცენტი კონტრიერიშებზე გააკეთა და ასე გაიტანეს გოლი.
თუმცა, ამასთან ჩვენებმა ბურთის ფლობა დაუთმეს. ჩვენს ბიჭებს შევაქებ, იბრძოლეს, ცდილობდნენ, მატჩის დასასრულს
გამარჯვების მოპოვებაც კი შეეძლოთ, მაგრამ მაშინ შედეგი სამართლიანი არ იქნებოდა“, - განაცხადა საბომ „ფუტბოლის“ პირდაპირ ეთერში.