ჰაშეკი: ქართველ მცველებს სიმაღლეში უპირატესობა ექნებათ - გამარჯვების იმედი გვაქვს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა:

"დისკვალიფიცირებული სოუჩეკის შეცვლა ძნელია, სამი თუ ოთხი ვარიანტი გვაქვს და საუკეთესოს შევარჩევთ. საქართველომ თბილისში ჩვენთან საუცხოოდ ითამაშა, ჩვენ კი, რაც მე გუნდში ვარ, - ყველაზე უარესად. თუმცა, ეს უკვე წარსულია, დასკვნებია გამოსატანი. ყველას შეუძლია ჯგუფის მოგება, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, განსაკუთრებით მეტოქის შემტევი ვარსკვლავების მიმართ, რომლებიც კონტრშეტევებზე სახიფათონი არიან.

ქართველები უფრო ღრმა დაცვიდან თამაშობენ, ახლა გაცილებით აგრესიულად მოქმედება გვჭირდება, ამოცანას გავუმკლავდებით და ეს შეხვედრა
განსხვავებული იქნება. სანიოლმა შეიძლება მოედანზე ხუთი მცველი გამოიყვანოს, ისინი თითქმის ყველანი 190 სანტიმეტრზე მაღალი სიმაღლის არიან და ამ მხრივ მცირე უპირატესობა ექნებათ, თუმცა ჩვენ მზად ვართ და გულშემატკივრების მხარდაჭერით გამარჯვების იმედი გვაქვს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
არანაირი შანსი არ გაქვთ, რო ხვალ თამაში მოგვიგოთ, თქვენით დავიწყეთ და თქვენითვე დავასრულებთ, 3:1 ჩემი პროგნოზი ჩვენ სასარგებლოდ
გოგა
20:33 18-11-2024
5
ფაქტიურად გამოტყდა რომ მაღალ ბურთებს ჩააწვდიან საჯარიმოში. მეტი ფანტაზია და კრეატივი არცა აქვთ. თუ ჩვენი ბიჭები საჯარიმოს მისადგომებიდან არ დაარტყმევინებენ, ყველა ვარიანტში უნდა გავარღვიოთ. რას ვფიქრობ იცით? ხომ არ აჯობებს ბუდუმ პირველ ტაიმში დაღალოს მცველები და ჟორჟმა მეორე ტაიმში დააწიოკოს და მოუმთავროს საქმე გადაღლილებს? ძალიან სწრაფია ჟორჟი და უფრო ეფექტური იქნება მეორე ტაიმში. სულ თვალწინ მიდგას ის მომენტი, ერთი ერთზე რომ გადიოდა მეკარესთან და ნახევარი ნაბიჯი დააკლდა. რას მიქროდა, ეგეთი სისწრაფე ბუდუს ნამდვილად არ აქვს. მოკლედ, წარმატებები ჩვენს ბიჭებს! თუ სანიოლმა არ აურია, იმედია, მწარედ მოვუგებთ ჩეხებს. კარგი იქნება თავიდანვე ყვითლები ავკიდოთ, რომ მერე შიშით ითამაშონ სულ.
ყველა ვარიანტში მოვუგებთ!
23:02 18-11-2024
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული