"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პაველ ჰორვატმა, რომელიც ამჟამად მესამე ლიგის მოსტ-სოუშის „ბანიკის“ მწვრთნელია და რადიო „სპორტის“ საფეხბურთო ექსპერტია, irozhlas-თან განაცხადა, რომ დღეს მათი ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უეჭველი მოუგებს.

„ვფიქრობ, ალბანეთთან ჩვენმა ფეხბურთელებმა ურიგოდ არ ითამაშეს, ძალიან იმედიანად არიან განწყობილნი და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. კარგი იქნებოდა ერთი დღით მეტი დაგვესვენა, მაგრამ ორივე გუნდი ერთნაირ მდგომარეობაშია. მჯერა, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე წარმატებას მივაღწევთ.

ეს ჯგუფში ბოლო შეხვედრაა, ფინალივითაა, არ შეგვიძლია თბილისში მარცხზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ჩვენს სასარგებლოდ არ წარიმართა. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას
ვიზეიმებთ - 3:0-ს მოვიგებთ. ჩვენი ბიჭების განწყობა სათანადო იქნება, მით უმეტეს გულშემატკივრებიც ძალიან დაგვიჭერენ მხარს. ჩეხეთის ნაკრები გამართულად მოქმედებს, ყველანი კარგ ფორმაში არიან, ამ მხრივ ბევრი კითხვები არ მაქვს. არ გყეყოლება სოუჩეკი, თუმცა ამ დანაკლისს გავუმკლავდებით და მგონია, გავიმარჯვებთ“.

მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი ანგარიშით წააგებს საქართველოს ნაკრები
ვაჟა
22:26 19-11-2024
11
მიყვარს ასეთი განცხადებები, ჯერ არც ერთი არ ამხდარა. თბილისშიც მოიგეს მაგათმა.
მამუკა
21:00 19-11-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული