გერმანული გამოცემა ტრანსფერმარკტის მონაცემებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 178.10 მილიონი ევროა, ხოლო სომხეთის ნაკრების ფეხბურთელების ჯამური ღირებულება 42.15 მილიონ ევროს შეადგენს.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე ძვირადღირებულები მოთამაშე "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელიაა (80 მილიონი ევრო).
სომხეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი "კრასნოდარის" შემტევი ნახევარმცველი ედუარდ ედურარდ სპერციანია (20 მილიონი ევრო).
შეგახსენებთ, პირველ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული გურამ კაშია და
საქართველოს ნაკრები სომხეთს ერთა ლიგის C დივიზიონში 2020 წელს ორჯერ შეხვდა, პოლონეთის ქალაქ ტიხიში მატჩი ფრედ (2:2) დასრულდა, თბილისში კი 1:2 წავაგეთ. მაშინ ჯგუფში გამარჯვებულები ჩვენი მეზობლები გამოვიდნენ, მეორე ადგილზე ჩრდილოეთ მაკედონია გავიდა, მესამეზე საქართველო, მეოთხეზე კი - ესტონეთი.
სომხეთის ნაკრები ამა წლის 14 ნოემბერს С4 ჯგუფში საკუთარ მოედანზე ფარერებთან 0:1 დამარცხდა, აუტსაიდერი იყო და D ლიგაში დაქვეითება ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო ტურში რიგაში ლატვიას 2:1 მოუგო და საბოლოოდ მეორე პოზიცია დაიკავა. ამ გუნდს გადაყენებული უკრაინელის, ალეკსანდრ პეტრაკოვის ნაცვლად დროებით სურენ ჩახალიანი ხელმძღვანელობს.
აღზევებიდან დაქვეითებამდე ერთი ნაბიჯია - სომხეთთან რევანშის იმედით