საქართველოსთან მატჩების წინ სომხეთის ნაკრები კაპიტნის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩების წინ ტრავმა მიიღო სომხეთის ეროვნული გუნდის კაპიტანმა, ნახევარმცველმა ედუარდ სპერციანმა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში, "კრილია სოვეტოვთან" მატჩის მეორე ტაიმში, "კრასნოდარის" კაპიტანმა სპერციანმა ტრავმა მიიღო, მოედნიდან სამედიცინო ელექტრომობილით გაიყვანეს, შემდეგ კოჭლობით გადაადგილდებოდა და მინიმუმ ერთი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

24 წლის სპერციანმა ამ სეზონში რუსეთის ჩემპიონატის 19 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
უკრაინის წინაც ეგრე იყო. არიქა ის დაიმტვრა, არიქა ის არ ითამაშებს, მაგრამ უკრაინასთან იმდენი ქულა რომ არ დაგვეკარგა, ეხლა სხვა დონეზე ვითამაშებდით.
პ.ს. ხო, მართლა. ეს საყვედური არ არის. თქვენ უნდა დაწეროთ, მაგრამ ნაკრები ფხიზლად უნდა იყოს.
მწარე
20:22 03-03-2025
3
სპერციანი ისევ რუსეთში თამაშობს? აკი ბარსელონაში გადადისო
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული