პრინციპული მატჩი სომხეთში, რომელსაც კვარაცხელიას არყოფნაში საერთაშორისო ყურადღება მოაკლდება - მეტოქის ახალი მწვრთნელი და საინტერესო დებიუტანტი

AutoSharing Option
"ერთა ლიგის" "ბ" დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველი მატჩი ერევანშია, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე (14 403) - ხუთშაბათს, 20 მარტს, 21:00 საათზე.

შემადგენლობიდან თუ ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, ფავორიტები ქართველები არიან, სომხების მთავარი პლუსი კი ახალი მწვრთნელისგან წამოსული მოულოდნელი გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს. ნიდერლანდელი ჯონ ვან'ტ სხიპი ის კაცია, გიორგი მიქაუტაძე "აიაქსში" ცოტათი რომ დაგვიჩაგრა. დრომ აჩვენა, ვისთვის გამოდგა ეს ამბავი უკეთესი.

შეხვედრას საერთაშორისო ყურადღება მოაკლდება, რისი მიზეზიც ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაა. ქართულ-სომხური საფეხბურთო
დაპირისპირებები მუდამ პრინციპული და საინტერესოა. "ჯვაროსნებს" მათთვის ჯერ ოფიციალური მატჩი არ მოუგია.

Sportall.Ge

სომხეთის ნაკრებს მოკლე პერიოდში მესამე მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რაც გუნდის წარუმატებელ ასპარეზობას კარგად ასახავს. უკანასკნელ ორ საშინაო შეხვედრაში გოლიც არ გაუტანიათ. საბოლოოდ, ისინი "ბ" დივიზიონში ადგილს გვეცილებიან. არავინ იცის, ევროპის მომავალ ჩემოიონატზე გასასვლელად რომელ ლიგაში ყოფნა აჯობებს.

სომხეთის ნაკრებში საინტერესო დებიუტანტია, "ურარტუს" 22 წლის ფორვარდი ნიკოლას კალოუკიანი. ის აშშ-ში თამაშობდა და ახალ გუნდში 20 თებერვლიდანაა. დებიუტანტია საქართველოს ნაკრებშიც, ლუკა ლაცაბიძე.

ვილი სანიოლმა თქვა, რომ მან მომავალზე ფიქრი დაიწყო, ამიტომ სიახლეებს ველით, მათ შორის ტაქტიკურსაც. გასათვალისწინებელია, რომ ეს პირველი, თანაც გასვლითი დაპირისპირებაა.

მთავარი მსაჯი რუმინელი პეტრესკუ იქნება. მან ბოლოს კონფერენს ლიგაზე "ჩელსისა" და გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენის" დაპირისპირება განსაჯა. ისე, საკმაოდ მკაცრი არბიტრია, წითელ ბარათსაც არ ერიდება. ვილი სანიოლის ერთ-ერთ პირველ შეხვედრაში, ესპანელებთან (1:2) თბილისში, ლევან შენგელია გააძევა. მსაჯობდა ვლადიმირ ვაისის დროს ანდორაში (1:1) მოუგებელ მატჩშიც.

ჩვენ აქ ვართ, ვაჩევოთ ძალა - წარმატებები საქართველოს ნაკრებს!

altნაკრები სომხეთთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

altსავარაუდო შემადგენლობა სომხეთთან - სრული თავისუფლება ჩაკვეტაძეს და აზაროვის დაბრუნება

მკითხველის კომენტარები / 28 /
კვარამანია აბსოლუტურად ნორმალურია, ის დიდი ვარსკვლავია. იგივეა რაც მესი არგენტინელებისთვის, კრისტიანო პორტუგალიისთვის და მეტიც, ჩვენთვის უფრო მეტია რადგან თაობებია მსგავსი კალიბრის მოთამაშე არ გვყოლია. როდის გვყავდა ფეხბურთელი ტოპ გუნდში მთავარ ვარსკვალვად? არასდროს :) ცოტა დავფიქრდეთ რამდენს ნიშნავს კვარა საქართველოსთვის. და მოცრცეთ კვარამანიაზე წუწუნს. ის მეტია ვიდერ მხოლოდ ფეხბურთელი არა? ჩვენუ ქვეყანა ისეთ ხალხს გააცნო ვინც აქამდე არ გვიცნობდა(განსაკუთრებით ახალი თაობა). ასე რომ მიდი ხვიჩა, შებერე, ყველას ვერ ეყვარები, არცაა საჭირო, მაგრამ ძალიან ბევრს უყვარხარ.
Me ar var Roboti
14:45 19-03-2025
4
ვერა ხართ თქვენ ცოტა!!,რა გამოდის საქართველოს ეროვნული ნაკრები კვარა ყოფილა მხოლოდ, ამით დანარჩენებს ეუბნებით რომ- მეორეხარისხოვანინი არიან თუ რისი თქმა გინდათ! სათაურად ამის გამოტანა იქნებოდა ასეთი პრინციპული,ეპოქალური თამაშის წინ!! სხვა ფეხბურთელებიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არ ფიქრობთ რომ სადღაც ქვეცნობიერში არავის ესიამოვნება ასეთი მიდგომა, მაშინ რაღა ერთი გუნდი გამოდის ან რაღა ეროვნული ნაკრები!! დაარქვით მაშინ კვარაცხელია და მისი გუნდი....არ მინდოდა დამეწერა ,მაგრამ... ეგეც ახლა მესი არ მყავდეს ან როლანდო-მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო მაგის თამაშს რომ დასდევდეს,მასეთები პაჭკობითაა იგივე პსჟ-ში...რააა!!, იგივე მამარდაშვილის რას უწუნებთ, თუ გინდათ პრესის ინტერესის მიხედვით თუ პსჟ-ზე ნაკლებად ცნობილ კლუბის ფეხბურთელია ან კვარაზე ნაკლებად წარმოაჩინა თავი ევრო-24-ზე....
ვოვა ქოჩლაძე
12:11 19-03-2025
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული