სომხეთში საქართველოსთან მატჩისთვის სერიოზული მზადებაა - ეროვნული გუნდის მოსამზადებელ შეკრებას სპორტის მინისტრი ესტუმრა

AutoSharing Option
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ჟანა ანდრეასიანი ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა.

მან ფეხბურთელებს მომავალ მატჩებში წარმატებები უსურვა. მინისტრი ასევე ესაუბრა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, FFA-ს პრეზიდენტს არმენ მელიქბეკიანს და ვიცე-პრეზიდენტს არმენ ნიქოღოსიანს. ის დაინტერესდა ნაკრების მოსამზადებელი ვარჯიშებით და გუნდში არსებული ატმოსფეროთი.

ანდრეასიანმა იმედი გამოთქვა, რომ საკუთარი კედლები და გულშემატკივართა თანადგომა მათ გუნდს სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარება.

საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა აღნიშნა, რომ გუნდის განწყობა კარგია, ნაკრებში მოწვეული
ყველა ფეხბურთელი მზადაა. ფედერაციის პრეზიდენტმა მინისტრს ასევე აცნობა, რომ ეროვნული ნაკრებისა და რუსული "კრასნოდარის" ერთ-ერთი ლიდერი ედუარდ სპერტსიანი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს, მაგრამ სტადიონზე იქნება, რადგან თანაგუნდელები ადგილიდან გაამხნევოს.

შეხვედრაზე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ახლადდანიშნული მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან'ტ სხიპი წარადგინა.

მოკლედ, სომხეთში საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის სერიოზული მზადება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის წყვილის პირველ შეხვედრას ერევნის "ვაზგან სარგსიანის" სტადიონი 20 მარტს უმასპინძლებს და შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი ჩვენს დედაქალაქში უკვე 23 მარტს შედგება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჟანაია თუ ესტუმრათ დიდი მოტივაციაა:))))
Degraf
17:47 19-03-2025
0
ჟანაჩკა საქართველოში ყოფილა დაბადებული
გიო
17:43 19-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული