სანიოლი: ბოლო მატჩებში დისციპლინა დავკარგეთ, რასაც იმედი მაქვს დავიბრუნებთ

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"სომხეთთან შეხვედრას რაც შეეხება, დაცვაშიც ვიმუშავებთ და შეტევაშიც. ბოლო წლებში 3-მცველიანი ტაქტიკა წარმატებით გამოვცადეთ, თუმცა ფეხბურთი ვითარდება და მუდმივად ერთი და იმავეს ვერ გააკეთებ, სიახლეებიც საჭიროა. კვარაცხელიას გარეშე იმავე სისტემითა და იგივენაირად თამაში რთულია, ის უნიკალური ფეხბურთელია. მთავარი გუნდური დისციპლინაა, რაც ბოლო მატჩებში წინა წლებისგან განსხვავებით დავკარგეთ. იმედი მაქვს, აუცილებლად დავიბრუნებთ იმ ძლიერ მხარეებს, რაც ჩვენ გუნდს ახასიათებს.

მნიშვნელივანი იქნება პირველი წუთები, სადაც
რამდენჯერმე პრობლემა შეგვექმნა. შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს დაღლილობა ეტყობოდა, რაც იმ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ბუნებრივიც კი იყო. ახლა ეს უნდა შეიცვალოს.

სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა და ისინი განსხვავებულად ითამაშებენ, ბოლომდე დაიხარჯებიან. შევეჩვიე, რომ გასვლით მატჩებზეც დიდი მხარდაჭერა გვაქვს. მაგალითად, ბულგარეთში მეტი ქართველი გულშემატკივარი იყო, ვიდრე ადგილობრივი. ყველაფერს გავაკეთებეთ, რომ ისინი გავახაროთ".

ღვთისავარ ანთაძე სპეციალურად sportall.ge-სთვის ერევნიდან

altრას აპირებენ სომხები საქართველოსთან მატჩისას ჰიმნის დროს - ადგილობრივი საფეხბურთო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს [PHOTOS]

altსომხეთში საქართველოსთან მატჩისთვის სერიოზული მზადებაა - ეროვნული გუნდის მოსამზადებელ შეკრებას სპორტის მინისტრი ესტუმრა

altპრინციპული მატჩი სომხეთში, რომელსაც კვარაცხელიას არყოფნაში საერთაშორისო ყურადღება მოაკლდება - მეტოქის ახალი მწვრთნელი და საინტერესო დებიუტანტი

მკითხველის კომენტარები / 14 /
ექსპერიმენტები არ დაიწყო და ოსევ 7-0-ები არ წააგო. ევრო-2024-ზე გქონდა მშვენიერი ტაქტიკა და მიყევი იგივეშ. შეეშვი ექსპერიმენტებს, რომელსაც შესწირე ერთა ლიგის ბოლო ციკლი.
Რაგბის ფანი
02:51 20-03-2025
0
რას ვბლატაობთ სომხები ყველა ოფიციალურს გვიგებენ
ალუდა კეკლუცაური
02:16 20-03-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული