პერსპექტივა: ჯანო ანანიძემ არჩევანი უნდა გააკეთოს!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ჯანო ანანიძეს, მოსკოვის "სპარტაკში" სათამაშო პრაქტიკა შემოაკლდა. ეს ვერ არის კარგი ამბავი ცალკე საქართველოს უპირველესი გუნდისთვის და ცალკე თავად ფეხბურთელისთვის, რომელზეც აგერ, რა ხანია, დიდ იმედს ვამყარებთ...

რატომღაც ისე ხდება, რომ ბოლო მატჩებში "სპარტაკის" იტალიელი დამრიგებელი მასიმო კარერა ჩვენებურს აღარ ენდობა. თუ ეს მხოლოდ იმ ტრავმითაა გამოწვეული, რომელიც ჯანო ანანიძემ ცოტა ხნის წინ მოიშუშა, ძალიან კარგი, მაგრამ... ტრავმა არ იყო იმ სიმძიმის, ჩვენებურის მდგომარეობაზე განსაკუთრებულად რომ ემოქმედა.

ამ სეზონში მოსკოვურ კლუბს სამ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა -
ჩემპიონთა ლიგის გარდა, რუსეთის პრემიერლიგასა და თასზეც ითამაშებს. ჯერ "სახალხო გუნდი" სატრანსფერო ბაზარზე არ აქტიურობს, მაგრამ ეს დრო "ფანჯრის" დახურვამდე აუცილებლად დადგება.

ასეც რომ არ მოხდეს, "სპარტაკის" ნახევარდაცვაში დღესაც ძალიან დიდი კონკურენციაა. ეს მთავარი არა, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მომენტია. მეორე მხრივ, ჯანოს "სპარტაკში" არაერთხელ ჰქონია ცუდი პერიოდები, მაგრამ ის ყოველთვის რჩებოდა გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად.

საკითხავი სხვა რამ არის: რამდენად გვაკმაყოფილებს ის როლი, რომელსაც დღეს ასრულებს ანანიძე "სპარტაკში". ფაქტია - არაერთი წლის განმავლობაში ჯანო ეგრეც ვერ იქცა გუნდის ლიდერად. არადა, მას ამის პოტენციალი აშკარად აქვს.

ახლა მთავარია, მან მთელი სერიოზულობით ჰკითხოს საკუთარ თავს: რა უნდა მას ფეხბურთისგან და სად აპირებს ის კარიერის საუკეთესო წლების გატარებას, რომელიც წინ აქვს?

ანანიძემ ახლახან გააფორმა "სპარტაკთან" ახალი კონტრაქტი, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

ევროპული, ნორმალური გუნდის ინტერესი შეიძლება ყოველ წამს გამოჩნდეს. საინტერესოა, რას იზამს ის ტოპლიგის თუნდაც საშუალო გუნდში - ისეთში, რომელიც ციდან ვარსკვლავებს შეიძლება არ წყვეტდეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან ხშირად თამაშობს ევროპული გრანდების წინააღმდეგ...

ძალიან საინტერესო იქნება ჯანოს ნახვა ისეთ ჩემპიონატში, რომელსაც მთელი ევროპა დიდი ინტერესით უყურებს. ისეთ პირველობაზე, რომლის მატჩებიც გამუდმებით ტრიალებს ევროპის წამყვანი არხების ეკრანებზე...

რა თქმა უნდა, ანანიძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ამაზე არავინ დავობს. ეგაა, თითქოს "სპარტაკი" ძალიან ხშირად საკმარისი მოტივატორი არ არის მისთვის. გარედან ასე ჩანს და, რა ხდება ანანიძის აზროვნებაში, ეს მხოლოდ თავად იცის.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელი ყველა მატჩში ასი პროცენტით უნდა იხარჯებოდეს, მაგრამ ყველაფერი ასე ჩამოწიკწიკებული სცენარით ვერ მიდის და ვერც წავა. ასე მგონია: "სპარტაკი" და რუსეთის ჩემპიონატი ჯანოსთვის "დაწერილი წიგნი" გახდა. მას სჭირდება ახალი ასპარეზი იმისთვის, რომ ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები, რომ მისი ნიჭი ბოლომდე გამოჩნდეს...

როგორი ჩემპიონატი სჭირდება ჯანოს იმისთვის, რომ საკუთარი თავი სრულად გამოავლინოს?

წესით, ანანიძეს ძალიან უნდა მოუხდეს ესპანურ პრიმერაში გადასვლა. რა თქმა უნდა, "რეალი", "ბარსელონა" და პირველი ხუთეულის კლუბები მას არ აიყვანენ, მაგრამ ათეულის კლუბებში ჩვენებურის ადგილი ნამდვილად უნდა იყოს.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ესპანური პრიმერას გრანდებსა და საშუალო კლუბებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ჯანოს ფანტაზია ძალიან ბევრს გამოადგება. ინკოგნიტო ესპანური კლუბი მიიღებს ნიჭიერ "ფანტაზისტას", ხოლო ჯანო მიიღებს ახალ შესაძლებლობებს საკუთარი ტალანტის დასამტკიცებლად.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებისთვის ის კიდევ უფრო სასარგებლო ფეხბურთელი გახდება მას შემდეგ, რაც რომელიმე წამყვანი ჩემპიონატის კლუბში გადავა. იქ ის უფრო სტაბილური გახდება.

დღეს ჯანოს ძალიან სჭირდება ეს თვისება. ზოგადად, დღეს თუ სტაბილური არ ხარ, ძალიან გაგიჭირდება. ანანიძეს შეუძლია, ერთი კონკრეტული თამაში მაღალ დონეზე ჩაატაროს, მაგრამ... მერე დგება ჩავარდნის პერიოდი.

თუ მან ეს თვისება გამოიმუშავა, მისი კარიერა, წესით, უნდა შეიცვალოს, პერსპექტიული ფეხბურთელიდან იქცეს ჩამოყალიბებულ, სტაბილურ მოთამაშედ. რუსეთის ჩემპიონატში ამის გაკეთება ძალიან ჭირს.

ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, ფსიქოლოგია... სულ სხვაა, როცა ემზადები "რეალთან", "ბარსელონასთან", "ატლეტიკოსთან" და თუნდაც "ბეტისთან" სათამაშოდ, და სხვაა, როცა შენ უნდა ითამაშო... თუნდაც ხაბაროვსკის სკა-ს წინააღმდეგ...

ახლა მთავარია, ჯანო არ გახდეს იმ კონტრაქტის ტყვე, რომელიც მას "სპარტაკთან" აკავშირებს. არის მეორე ვარიანტიც: ანანიძემ კარგად ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაში, გამოიჩინოს თავი და ამის შემდეგ გადაბარგდეს ახალ კლუბში.

მოკლედ, ვარიანტები არის. რა თქმა უნდა, დასაფასებელია ფეხბურთელის ერთგულება კლუბის მიმართ, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, "სპარტაკი" დღეს მაინც არაა იმ კატეგორიისა და დონის კლუბი, რომელსაც ჯანომ კარიერა უნდა შესწიროს.

მან უნდა გააკეთოს არჩევანი! გასაგებია, რომ "სპარტაკი" ფინანსური თვალსაზრისით ძლიერი კლუბია, მაგრამ ყველაფერი ფულით არ იზომება. მჯერა, ჯანომ ეს იცის და ისიც მჯერა, რომ მისთვის მთავარი ფეხბურთია და არა ის, რომ რაც შეიძლება, ბევრი გამოიმუშაოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ამ სეზონში პოპოვმა მაგრად მოუმატა და ამის შედეგია.შარშან ჯანოს შემცვლელი იყო და წელს ჯანოა შემცვლელი,ისიც იშვიათად.ესაა ჩვენი ხასიათი ,18 წლის მერე სულ ერთნაირად თამაშობენ,ვერ უმატებენ
123
27 ივლისი 2017 19:53
0
თუ უყურეთ ლოკომიტივთან სუპერთასზე თამაშს, სადღაც 70 წუთზე შემოვიდა და, 10 წუთში ან დაღლილი იყო, ან სირბილი ეზარებოდა.. ამ სეზონში რა ხდება არ ვიცი, მაგრამ წინა სეზონიდან გამომდინარე, პოპოვს ყველა ასპექტში ჩაგრავდა, პასი, ტექნიკა, დარტყმა, აზროვნება, (ფიზიკის გარდა) მწვრთნელი იტალიელია.. იმ ყველაფერს ბოლოს ფიზიკური მომზადება არჩია, სტაბილურობა კი აკლდა ჯანოს, მაგრამ წინა მთლიანი სეზონის მანძილზე, სტაბილურობაშიც თუ არ ჯობდა პოპოვს, არც ჩამოუვარდებოდა. მეტი სითამამე ჯანოს, ხშირად საკუთარ თავზე თამაშის აღება და შეუცვლელი ფეხბურთელი იქნება სპარტაკისთვისაც, დავდაჯერებულობა აკლია
obieqturad
27 ივლისი 2017 18:28
0
ვერ მივხვდი რა უნდა სტატიის ავტორს. როგორ გგონიათ ჯანოს უკეთესი ვარიანტები აქვს და მაინც სპარტაკში რჩება? თუ რა. მე მინდა-ეს არის ბავშვობა. სადაც არის იმ გუნდის ლიდერი გახდეს ჯერ. უკვე მგონი 25 წლისსა. აღარ არის დრო? კაცმა უცხოელების ლიმიტის გამო, შემადგენლობაში ადგილი ვერ მონახა და ესენი ბარსელონა-რეალიო.
ჰაჰა
27 ივლისი 2017 18:01
0
სანამ დროა "შუქურა"-ში უნდა გადავიდეს, სხვა ვარიანტში ხომ გავარდება ქობულეთის გუნდი.
პელე
27 ივლისი 2017 16:41
0
არც ასეა საქმე.ჯანოს გუნდში დიდი ნდობა აქვს.უბრალოდ ლიმიტის გარდა კარერა მას უფრთხილდება ჩემპიონთა ლიგის წინ.მისი დიდი იმედი აქვთ.
jumber
27 ივლისი 2017 16:14
0
ჯანო ფიზიკურად ვერ ჰქაჩავს,ათლეტიზმი აკლია,ფიზიკურ ორთაბრძოლებში აშკარად ჩაგრავენ და მერე იკარგება,ტემპის გაძლებაც უჭირს.რუსეთში კი ძალისმიერი ორთაბრძოლებისა და ბევრი სირბილის გარეშე არავინ გაგაჩერებს მინდორზე.
სოსო
27 ივლისი 2017 16:02
0
არაა ჯანო სპარტაკის რეზერვისტი, უბრალოდ მწვრთნელი საწყის ტურებში როტაციას მიმართვას, ანუ მაგალითად წინა ტურის თამაშში გუნდის კაპიტანიც რეზერვში იყო. ყველა ვარიანტში ითამაშებს ჯანო საკმარის თამაშებს, ერთიცაა მწვრთნელმა ტაქტიკა შეცვალა 4-4-2 სქემით თამაშობს და ამ სისტემაში ჯანო ჯერ ვერ ჩაჟდა ალბათ
Ipocazorla
27 ივლისი 2017 16:00
0
ოხ ეს პერსპექტიული.........................
zastaveli
27 ივლისი 2017 15:50
0
ჩამოყალიბდა სამწუხაროდ სპარტაკის რეზერვისტ მოთამაშედ. ჩემი აზრით ის სპარტაკის ძირითადის ფეხბურთელი მინიმუმ უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში ვერ გახდება, სტაბილურად რამოდენიმე თამაშის მიბმა უჭირს. მის პოზიციაზე მყოფი ბულგარელი პოპოვის ჩრდილშია.
kika
27 ივლისი 2017 15:36
0
მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსეთში ლეგიონერებზე შეზღუდვაა...რაც არ უნდა იყოს რათქმაუნდა ჯობია რუსეთიდან გადაბარგდეს ევროპაში, მაგრამ რეალური მთხოვნელიც რომ არა ჩანს:(
murtalo
27 ივლისი 2017 15:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული