თემურ ქეცბაია: გაშვებული გოლები მცველების შეცდომების შედეგი იყო და არა ტაქტიკის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც მისი გაწვრთნილი "ორენბურგი" რუსეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში "ენისეისთან" 0:2 დამარცხდა.

"არ მინდა, ბევრი ვილაპარაკო. იქნებ, ჩვენ არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ დაცვაში ძალიან ცუდად გავისარჯეთ. ძალიან იოლად ვაძლევთ მოწინააღმდეგეს ჩვენი კარის აღების საშუალებას.

დღეს იყო თამაში პირველ შეცდომამდე. შევცდით ჩვენ და წავაგეთ. "ორენბურგმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ჩვენ ბევრი მუშაობა გვმართებს...

ტაქტიკას რაც შეეხება, ვითამაშეთ სამი მცველით. ვფიქრობ, ტაქტიკა არ არის პრობლემა, გაშვებული გოლები არ იყო სქემის ბრალი. ეს
გახლდათ მცველების შეცდომების შედეგი", - ასე შეაჯამა თამაში ქეცბაიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ბრექი
kkkk
12:27 29-07-2017
0
ყველა ქართველს ვგულშემატკივრობ ყველა სპორტში და როდესაც ისინი მარცხდებიან რა თქმა უნდა გული მწყდება.
მაგრამ წაგებაც ღირსეული უნდა იცოდე და სხვებზე ასეთი ფორმით გადაბრალება მოსაწონი არ არის. იმედია გაითვალისწინებს და წარმატებები თემურ!
Irakli
12:03 28-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული