თემურ ქეცბაია: გაშვებული გოლები მცველების შეცდომების შედეგი იყო და არა ტაქტიკის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც მისი გაწვრთნილი "ორენბურგი" რუსეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში "ენისეისთან" 0:2 დამარცხდა.

"არ მინდა, ბევრი ვილაპარაკო. იქნებ, ჩვენ არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ დაცვაში ძალიან ცუდად გავისარჯეთ. ძალიან იოლად ვაძლევთ მოწინააღმდეგეს ჩვენი კარის აღების საშუალებას.

დღეს იყო თამაში პირველ შეცდომამდე. შევცდით ჩვენ და წავაგეთ. "ორენბურგმა" ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. ჩვენ ბევრი მუშაობა გვმართებს...

ტაქტიკას რაც შეეხება, ვითამაშეთ სამი მცველით. ვფიქრობ, ტაქტიკა არ არის პრობლემა, გაშვებული გოლები არ იყო სქემის ბრალი. ეს
გახლდათ მცველების შეცდომების შედეგი", - ასე შეაჯამა თამაში ქეცბაიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ბრექი
kkkk
12:27 29-07-2017
0
პირველად ვკითხულობ მწვრთნელის ასეთ კომენტარს (ქეცბაიასვე ნაკრების დროინდელ კომენტარებს თუ არ ჩავთვლით). სამწუხაროა ძალიან
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული