ლეგიონი გუშინ: დავით სხირტლაძის საგოლე, ჯანო ანანიძის საგანგაშო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს, ევროპულ პირველობებზე რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

დანიურ სუპერლიგაში დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" შინ 2:1 მოუგო ქართველის ყოფილ კლუბ "ორჰუსს". სხირტლაძემ გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა, საგოლე პასი მიითვალა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

* * *
პოლონურ ექსტრაკლასაში "კორონამ" შინ 4:2 მოუგო "კრაკოვიას". მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო არ უთამაშია ნიკა კაჭარავას.

* * *
რუსულ პრემიერლიგაში ჩემპიონმა "სპარტაკმა" დამაჯერებლად სძლია "კრასნოდარს" - 2:0. საგანგაშოა, რომ ჯანო ანანიძე ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე დარჩა. სტუმართა შორის კი არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს, ვინც ვარჯიში ახლახან
განაახლა.

* * *
შვედეთის მთავარ ლიგაში (ოლსვენსკანი) "ესკილსტუნამ" შინ 1:2 წააგო "იურგორდენთან". დამარცხებულთა შორის ზურაბ ცისკარიძემ 90 წუთი ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
იმენნა უმეტესობა ყვეაფერშიკები არიან, აქ დაწერეს კომენტარი, ექსპერტის დონეზე განიხილეს))) გადავიდენ კალათბურთის გვერდზე იქ ნაკრების მწვრთნელს რჩევა მისცეს იმას რა უნდა ნაკრებში მაგის ნაცვლად სხვა მოვიდესო, კრივზე ნახავ რომ ერთი წერს ხურციძეო უეჩველი იყოვო ბანდაშიო, მეორე არა ხო არ გაგიჟდიო) ერთი ჭადრაკზე დადეთ რამე სტატიები ხშირად მაინტერესებს რა კომენტარებს დაწერენ ჩვენი ექსპერტები ))))))
yavaze marchieloba
16:10 01-08-2017
0
რეებს იგონებ ძმაო, საიდან მოგაქვს ეს ჭორები, კაცმა პატრიოტობის გამო კარიერულ წინსვლაზე უარი თქვა და, სისულეებს აბრალებთ, სპარტაკის სამედიცინო შტაბს ათქმევინებსო, ვინ მოგაწოდა ეს ინფორმაცია, ტროხტენბერგმა? , ზრაპრებს ნუ ყვებით თუ ძმა ხართ..
ჩვენთვის საგანგაშო თორე
16:06 01-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული