ლეგიონი გუშინ: დავით სხირტლაძის საგოლე, ჯანო ანანიძის საგანგაშო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ივლისს, ევროპულ პირველობებზე რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

დანიურ სუპერლიგაში დავით სხირტლაძის "სილკებორგმა" შინ 2:1 მოუგო ქართველის ყოფილ კლუბ "ორჰუსს". სხირტლაძემ გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა, საგოლე პასი მიითვალა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

* * *
პოლონურ ექსტრაკლასაში "კორონამ" შინ 4:2 მოუგო "კრაკოვიას". მასპინძელთა რიგებში ტრავმის გამო არ უთამაშია ნიკა კაჭარავას.

* * *
რუსულ პრემიერლიგაში ჩემპიონმა "სპარტაკმა" დამაჯერებლად სძლია "კრასნოდარს" - 2:0. საგანგაშოა, რომ ჯანო ანანიძე ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე დარჩა. სტუმართა შორის კი არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს, ვინც ვარჯიში ახლახან
განაახლა.

* * *
შვედეთის მთავარ ლიგაში (ოლსვენსკანი) "ესკილსტუნამ" შინ 1:2 წააგო "იურგორდენთან". დამარცხებულთა შორის ზურაბ ცისკარიძემ 90 წუთი ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეგ ჩვენთვისაა საგანგაშო თორემ მაგან წინასწარ იცოდა რომ სკამზე ჯდომა მოუწევდა მთელი წელი მაგრამ კიდია , ფულს იღებს გულაობს, ნაკრებში რომ გამოიძახებენ თუ გაუსწორდა ჩამოვა, თუ არადა სპარტაკის სამედიცინო სტაფს ათქმევინებს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ტრავმა აქვსო... მოითხოვოს ფედერაციამ და უზრუნველყოს რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მაინც ჩამოვიდნენ, რომ აქ ჩუტარდეთ დამატებითი სამედიცინო შემოწმება, რეალურად რუსეთში მოთამაშე ბევრ ფეხბურთელს არ უშვებენ სანაკრებო შეკრებებზე !!!
ჩვენთვის საგანგაშო თორე
11:41 01-08-2017
0
Naxevardacva mrlianad shesacvlelia nakrebshi tavis jano vako chanturia oqriashvili. Jobia arabidze da misi tolebi atamashos
Nika
12:54 01-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული